შავთარა (ლათ. Fumaria officinalis) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე. სიმაღლე 15-20 სმ. დატოტვილი, ფოთლები 3–4 ნაწილად არის დაყოფილი ვიწროხაზურ ნაკვთებად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი მოვარდისფრო — იისფერია, უფრო მუქი ტუჩით. იზრდება ქვიან ადგილებში, ნათესებში, მინდვრებსა და ყამირებზე. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას და ციმბირს.

შავთარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ყაყაჩოსებრნი
გვარი:  Fumaria
სახეობა:  შავთარა
ლათინური სახელი
Fumaria officinalis L.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება