ყარა-ბოღაზ-გოლი (თურქმ. Garabogazköl — „შავი ხახის ტბა“) — ყურე კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, თურქმენეთის დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ფართო წყალმარჩხ ლაგუნას, რომელიც ზღვას უკავშირდება ამავე სახელწოდების 9 კმ სიგრძის, 800 მ სიგანისა და 3–4 მ სიღრმის ვიწრო სრუტით, სადაც შეინიშნება ზღვიდან მომავალი მუდმივი დინება 50–100 სმ/წ-ით. ყარა-ბოღაზ-გოლი ზღვის წყლის ბუნებრივი გიგანტური საორთქლებელია, მისი სარკის ფართობი, წყლის მოცულობა და სიღრმე არსებითად იცვლება წყლის ბალანსისა და კასპიის ზღვის დონის შესაბამისად.

ყარა-ბოღაზ-გოლი
ყარა-ბოღაზ-გოლი 1995 წელს, კოსმოსური ფოტოსურათი
ყარა-ბოღაზ-გოლი 1995 წელს, კოსმოსური ფოტოსურათი
კოორდინატები: 41°21′07″ ჩ. გ. 53°35′43″ ა. გ. / 41.35194° ჩ. გ. 53.59528° ა. გ. / 41.35194; 53.59528
მდებარეობა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
ტერიტორიული ერთეული ბალკანის ველაიათი
სიგრძე 193 კმ
სიგანე 154 კმ
ფართობი 18,400 კმ²
მოცულობა 128,8 კმ³
მარილიანობა 310 
ყარა-ბოღაზ-გოლი — თურქმენეთი
ყარა-ბოღაზ-გოლი

XX საუკუნის დასაწყისში ზღვის დონე 0,5 მ-ით უფრო მაღალი იყო ვიდრე ყურეში, წყლის დონე ყურეში მსოფლიო ოკეანის დონესთან შეფარდებით იმყოფებოდა –26,5 მ ნიშნულზე (ფართობი 18 ათ. კმ², მოცულობა 130 კმ³, სიღრმე 10 მ). ყოველწლიურად ყურეში შედიოდა 18-იდან 25 კმ³ კასპიის ზღვის წყალი, რომელსაც წლის განმავლობაში შემოჰქონდა 330-380 მილიონი ტ. მარილი. მარილიანობა აღწევდა 270-290‰-ს. დამყარებული წყალ-მარილიანი ბალანსისას ინტენსიური აორთქლების ხარჯზე ყურეში დაგროვდა მილიარდობით ტონა მარილი და შესაძლებელი გახდა მათი სამრეწველო მოპოვება.

1930-იანი წლებიდან მოყოლებული მიმდინარეობდა კასპიის ზღვის დონის დაწევა, დაიწყო ყურის თანდათანობითი დაშრობა. 1970-იანი წლების ბოლოს წელიწადში მოდენა შემცირდა 5–7 კმ³-მდე, ხოლო დონე დაეცა –32 მ-მდე (ფართობი 12 ათ. კმ², მოცულობა 20–22 კმ³). მარილიანობამ გადააჭარბა 300‰-ს. 1980 წლის მარტში კასპიის წყლების ხარჯის შემცირების მიზნით სრუტე გადაკეტეს ყრუ კაშხლით, რომელმაც ყურეს ჩამონადენი მთლიანად გადაუკეტა, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი დაშრობა. 1983 წლის ბოლოს მისი ფართობი შემცირდა 1000 კმ²-მდე, მოცულობა 0,2 კმ³-მდე, ხოლო სიღრმეები 0,1–0,3 მ-მდე, საპირისპიროდ მარილიანობა გაიზარდა 380‰-მდე.

1984 წელს ყურე პრაქტიკულად დაშრა. ქარმა გაფანტა მარილიანი მტვერი მიმდებარე რაიონებში, რამაც ნიადაგის გამარილიანება და ადგილის მყიფე ეკოლოგიური წონასწორობის დაშლა გამოიწვია. 1980-იანი წლების დასაწყისში კასპიის ზღვის დონემ მოიმატა, რამაც გამოიწვია 1984 წლის სექტემბერში ჯებირში წყალსატარი ნაგებობის აშენების შესაძლებლობა და ყარა-ბოღაზ-გოლში კასპიის წყლების მოდინების განახლება შეზღუდულ მოცულობაში: წელიწადში 1,5–1,6 კმ³-ით.

1992 წლის ივნისში ჯებირი მთლიანად გაანადგურეს, მოდინების მოცულობამ 1993–95 წლებში შეადგინა 37–52 კმ³ წელიწადში. 1996 წელს ყურის ღრმული შეივსო, მოდინება შემცირდა 17 კმ³-ით წელიწადში. XXI საუკუნის დასაწყისში წყლის დონემ –27,5 მ, ფართობი დაახლოებით 18 ათ. კმ² შეადგინა. თანდათანობით აღდგენას იწყებს უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტი და მიმდინარეობს ყურის ირგვლივ არსებული ეკოლოგიური გარემოების გაუმჯობესება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Чарыев Б. Ч., Кара-Богаз-Гол, Аш., 1950;
  • Дзенс-Литовский А. И., Кара-Богаз-Гол, Л., 1967;
  • Ко­са­рев А. Н., Кос­тя­ной А. Г. Фе­но­мен Ка­ра-Бо­газ-Го­ла // Зем­ля и Все­лен­ная. 2005. № 1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება