ყანობის კვირიას ეკლესია

ყანობის კვირიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ყანობის განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,5x5 მ), გეგმით სწორკუთხა. ნაგებია ფიქლით. გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები არ შემორჩენილა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელიც გარეთკენ მკვერად ვიწროვდება. სარკმლის ქვემოთ კედელს ქვით ნაგები ტრაპეზი ეკვროდა (დარჩენილია მცირე ნაწილი). შიგნით სარკმელი ბრტყლადაა გადახურული.

გარედან ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება და თაღოვანი გადახურვა აქვს. ერთი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი დასავლეთის კედელშიცაა. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო კვადრატული ფორმის ნიშია.

ლიტერატურა რედაქტირება