ყალბი ფულის მჭრელები

ყალბი ფულის მჭრელები — 1925 წლის ანდრე ჟიდის რომანი. რომანის მთავარ გმირს, ედუარდს ბევრი საერთო აქვს ჟიდთან, ის აგრეთვე მწერალია და წერს რომანს „ყალბი ფულის მჭრელები“. რომანის სხვა პერსონაჟებიც რეალურ პიროვნებებს შეესაბამებიან: ლორა მადელინს, ჟიდის მეუღლეს, ხოლო გრაფი დე პასავანი - ჟან კოკტოს.

ყალბი ფულის მჭრელები
Les faux-monnayeurs
ჟანრი მოდერნიზმი
ავტორი ანდრე ჟიდი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1925
ქართულად თარგმნა 2008

რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება. ჟიდმა მკითხველისთვის ნაწარმოების უკეთ გასაგებად 1926 წელს გამოსცა „ყალბი ფულის მჭრელების დღიური“, სადაც რომანის განმარტებებია მოცემული.

2011 წელს გამოვიდა რომანის ფრანგული ეკრანიზაცია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ანდრე ჟიდი, ყალბი ფულის მჭრელები — თბილისი, „ინტელექტი“, 2008, ISBN 978-9941-9015-5-3