ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბიყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფს ვერცხლისქობიანი მეწამული ჯვარი.

  • I ნაწილი — წარმოადგენს მეწამულ ველს, რომელზეც მოთავსებულია ვერცხლის ტარზე ასხმული ვერცხლის ბაირაღი ტართან ოქროს სამი ზარით.
  • II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის მთა ორი მწვერვალით.
  • III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის აბჯარი.
  • IV ნაწილი — მეწამულ ველზე მეფე თამარის ვერცხლის ხელრთვა.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ყაზბეგი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება