ყაზახეთის შეიარაღებული ძალები

ყაზახეთის შეიარაღებული ძალები
ყაზახეთის შეიარაღებული ძალები
Қазақстанның Қарулы Kүштері
დაარსდა 1992 წელს
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო-საზღვაო ძალები ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალები
რესპუბლიკური გვარდია გვარდია
შინაგანი ჯარები შინაგანი ჯარები
საზღვრის დაცვის სამსახური საზღვრის დაცვის სამსახური
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი ნურსულთან ნაზარბაევი (ყაზახეთის პრეზიდენტი)
მინისტრი ადილბეკ ჯაკსიბეკოვი
მინისტრის წოდება ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18-45
სამხედრო ვალდებულება 24 თვე
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს 875 595
აქტიური სამხედრო პერსონალი 109 500
სარეზერვო სამხედრო პერსონალი 378 000
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი $1.648 მილიარდი (FY11)[1]
მშპ-ის პროცენტი 1.1% (2010 წლ. მონ.)[1]
საშინაო მომწოდებელი ყაზახ ინჟინერინგი
საგარეო მომწოდებლები დროშა: რუსეთი რუსეთი
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: ბელარუსი ბელარუსი
დროშა: თურქეთი თურქეთი
დროშა: უკრაინა უკრაინა
ისრაელის დროშა ისრაელი
ევროპის დროშა EU

ყაზახეთის შეიარაღებული ძალები (ყაზახ: Қазақстанның Қарулы күштері / Qazaqstannıñ Qarwlı küşteri) — ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ყაზახეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ყაზახეთის რესპუბლიკური გვარდია

მის შემადგენლობაშია სახმელეთო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ძალები, რესპუბლიკური გვარდია, შსს-ის შინაგანი ჯარები, ყაზახეთის საზღვრის დაცვის სამსახური. ყაზახეთის სამხედრო ძალებს ქვეყნის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და თავდაცვის მინისტრი ადილბეკ ჯაკსიბეკოვი ხელმძღვანელობს.

აღჭურვილობა რედაქტირება

 
სუ-25 - ყაზახეთის სამხედრო-საჰაერო ძალები

აღჭურვილობას უდიდესი ნაწილი ყაზახეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული წითელი არმიისგან მემკვიდრეობით, სსრკის დაშლის შემდეგ მიიღო. მათ შორის T-54, T-62, T-72, ბმპ-1/ბმპ-2, MT-LB და BM-21 გრადი. ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების (პერსონალი: 12 000 ჯარისკაცი, მათ შორის საჰაერო თავდაცვის პერსონალი) შემადგენლობაში დაფრინავს 39 მიგ-29, 42 მიგ-31, 18 სუ-27 და 40 სუ-24.

ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების (პერსონალი: 3000 ჯარისკაცი) შემადგენლობაშია 14 საპატრულო ნავი.

ყაზახეთის სამხედრო ბიუჯეტი 2010 წელს შეადგენდა მშპ-ის 1.1% პროცენტს, $1.648 მილიარდ დოლარს (FY11). ქვეყანას ჰყავს რეგულარული არმია 109 500 ჯარისკაცისა და სარეზერვო არმია 378 000 რეზერვისტის შემადგენლობით.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 SIPRI Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-23. ციტირების თარიღი: 2013-12-04.