ღმერთების ომი: უკვდავები

ღმერთების ომი: უკვდავები (ინგლ. Immortals) — რეჟისორ ტარსემ სინგჰის კინოფილმი. ჟანრი ფენტეზი, სათავგადასავლო და მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჰენრი კეველი, ფრიდა პინტო და მიკი რურკი.[4] ფილმის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 11 ნოემბერს.

„ღმერთების ომი: უკვდავები
Immortals“
რეჟისორი ტარსემ სინგჰი
პროდიუსერი მარკ კანტონი
კრეიგ ფლორესი
რაიან კავანა
სცენარის ავტორი ჩარლი პარლაპანიდესი
ვლას პარლაპანიდესი
როლებში ჰენრი კეველი
ფრიდა პინტო
მიკი რურკი
კომპოზიტორი ტრევორ მორისი
ოპერატორი ბრენდან გელვინი
სტუდია Universal Pictures
Relativity Media
გამოსვლის თარიღი 2011
ხანგრძლივობა 110 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბერძნული
ბიუჯეტი $75[1]-120[2] მილიონი
შემოსავალი $216,014,480[3]

ახალგაზრდა თესევსი უბრალო გლეხია, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ერთ-ერთ სოფელში ზღვის სანაპიროსთან. იგი მამაცია და კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. იგი მეომრად გამოზარდა ადგილობრივმა მოხუცმა, რომელმაც მას ასწავლა ხმლისა და ფარის ფლობა. თესევსის დედა ხშირად სტუმრობს ადგილობრივ ტაძარს, თუმცა თესევსს არცთუ ისე სწამს ღმერთების. ამასობაში ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ მეფეს ჰიპერიონს ადამიანების განადგურება და ღმერთების დამარცხება სურს. ჰიპერიონმა ომი გამოუცხადა ღმერთებს და მათ სდებდა ბრალს მისი ოჯახის სიკვდილში. მას სურს მოძებნოს ეპირული მშვილდი, რომელიც გაკეთებული იყო ომის ღმერთის არესის მიერ და ათასწლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლებს ტარტაროსის მთებში გამომწყვდეულ ტიტანებს. ჰიპერიონის ხალხი ნელ-ნელა იპყრობს ელადას და ერთ-ერთ ტაძარს, სადაც ეპირული მშვილდი ინახება და თესევსი ერთადერთია, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია.

რეჟისორმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ვიზუალური შედევრი ეკშენის სახით, შესრულებული რენესანსის ეპოქის სტილში.[5] Rotten Tomatoes-ის მიმოხილვაში კინოკრიტიკოსთა 90 წევრიდან მხოლოდ 38% მისცა დადებითი შეფასება ფილმს. საშუალოდ ფილმმა 10 ქულიდან მოაგროვა 5.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Immortals (2011). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 15, 2012.
  2. 'Immortals' #1 With So-So $32M Domestic But $36M Foreign, 'Jack And Jill' $26M. Deadline.com. PMC (November 13, 2011). ციტირების თარიღი: January 15, 2012.
  3. Immortals (2011). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 15, 2012.
  4. (2008-06-25). Producers Mark Canton, Gianni Nunnari and Bernie Goldmann Exclusive Video Interview დაარქივებული 2008-06-28 საიტზე Wayback Machine. . Collider.com. Retrieved 2010-11-26.
  5. Tarsem Singh’s Next Project: Greek Epic 'War of Gods' " FirstShowing.net