ღვიძლის აბსცესი - ამებური დიზინტერიის, ზოგადი ჩირქოვანი ინფექციის, პიელონეფრიტის, ჩირქოვანი ქოლანგიტის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახეობას:

  • ამებური;
  • ბაცილური;
  • ჩირქოვანი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ტრავმები, დაავადებები და ინტოქსიკაცია ღვიძლის აბსცესის რისკ-ფაქტორებია.

სიმპტომები და მიმდინარეობა რედაქტირება

საწყის სტადიაზე დაავადება მკვეთრად გამოხატული არ არის. მერე და მერე მისი ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება, მაგრამ საერთო მდგომარეობის სიმძიმის გამო, კლინიკური სურათი მაინც დაბინდულია.

ღვიძლის აბსცესი ნელა ვითარდება. სიმპტომატიკაც თანდათანობით ვლინდება. ავადმყოფი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერ და მუდმივ ტკივილს უჩივის. აბსცესის ზრდის კვალდაკვალ, ტკივილი ძლიერდება და მწვავე ხდება. მუცლის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდში შეიგრძნობა სიმძიმე და დაძაბულობა, რომელიც თანდათან იმატებს. ავადმყოფი ზოგავს მტკივან მხარეს, რის გამოც სიარულისა და წოლის მანერას იცვლის. ნებისმიერი მოძრაობა ღვიძლის ტკივილს იწვევს.

პიოგენური აბსცესისა და მეორეული ინფექციის შემთხვევაში, აღინიშნება მძიმე ჩირქოვანი ინტოქსიკაცია. მუცლის კუნთები მარჯვნივ ოდნავ დაჭიმულია, შეხებისას აბსცესის საპროექციო არეში ძლიერი ტკივილი შეიგრძნობა. პულსი სუსტია, მაგრამ ხშირი - 120-140 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა დაქვეითებულია. კლინიკური სურათი სეფსისის მძიმე შემთხვევას მოგვაგონებს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა რედაქტირება

ინფორმაციულია რენტგენოგრაფია, ღვიძლის სკანირება, ექოსკოპია, ლაპარასკოპია. დიაგნოზის დასაზუსტებლად წვრილი ნემსით აბსცესის პუნქციას მიმართავენ.

ღვიძლის ამებური აბსცესის დროს, სიმძიმის კვალობაზე, მიმართავენ კონსერვატიულ-ქირურგიულ მკურნალობას, ღვიძლის პიოგენური აბსცესი კი - ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

  გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!

სქოლიო რედაქტირება

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #13 (151) 2007 წ.