ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია

ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია — საგანმანათლებლო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში, ქალაქ ხონში. დაარსდა 1881 წელს. ამზადებდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს. სემინარიაში სხვადასხვა დროს მოღვაწეოდბნენ ა. ჭიჭინაძე, ა. ქუთათელაძე და სხვები. არსებობის განმავლობაში სემინარიამ მოამზადა 400-მდე მასწავლებელი ამიერკავკასიის დაწყებითი სკოლებისთვის. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს გადაკეთდა პედაგოგიურ ტექნიკუმად.

ლიტერატურა რედაქტირება