ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა — საავტომობილო მრეწველობის უდიდესი საწარმო საქართველოში.

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა
შეიქმნა 1951
ტიპი სავაჭრო ნიშანი
ენა ქართული
მდივანი მერაბ ჭრელაშვილი
ქვეყანა საქართველო
http://www.gig.ge/en/

ისტორია რედაქტირება

დაარსდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის დადგენილებით და ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. 1951 წელს მისი კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი სატვირთო ავტომობილი კაზ–150. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი. ქარხნის ძირითადი პროდუქცია იყო „კაზ-608-ვ“ და „კაზ 717“. ქარხნის პროდუქცია ძირითადად გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობისთვის 1979 წლიდან დაიწყო „კაზ 4540-ის“ წარმოება. 1980 წელს მოხდა ქარხნის რეკონსტრუქცია და მისი სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა.

2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი შეიძინა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის“ სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება.

საწარმოო სიმძლავრეები რედაქტირება

მეტალურგიული საამქრო რედაქტირება

  • რუხი თუჯის დეტალების ჩამოსხმა წონით 0,5კგ-8000კგ.
  • ფოლადის დეტალების ჩამოსხმა, წონით 0,5კგ-5000კგ.
  • ზემტკიცე თუჯის ჩამოსხმა გერმანული "GIZAG"-ის ტიპის ავტომატურ ხაზზე წონით 0,5კგ-250კგ.

მცირე მექანიკური, თერმული და ლითონდაფარვის საამქრო რედაქტირება

ამ წარმოებაში არსებული უნივერსალური ჩარხ-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა დამზადდეს მაღალი სიზუსტის მანქანათმშენებლობის პროფილის დეტალები, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ მათ თერმული დამუშავება (ცემენტაცია, წრთობა, მოშვება), მაღალი სიხშირის დენით წრთობა და ანტიკოროზიული დაფარვა გალვანური დაფარვის ხაზების გამოყენებით.

საწნეხე საამქრო რედაქტირება

შესაძლებელია ფურცლოვანი მასალისაგან სისქით 0,5 – 10 მმ. დეტალების ცივად დატვიფრვა, რისთვისაც საამქრო აღჭურვილია მექანიკური, ერთმაგი და ორმაგი ქმედების წნეხებით, სიმძლავრით 25-2500 ტ, მაგიდის მაქსიმალური გაბარიტებით 2800x4000 მმ. მოსამზადებელი უბნით ნამზადების საჭირო ზომების მიხედვით დაჭრისათვის წნეხ-მაკრატლების გამოყენებით. ამავე საამქროში ორგანიზებულია შედუღების პროცესები, როგორც წერტილოვანი, ისე ელექტრორკალური და აიროვანი მეთოდებით შედუღებისათვის.

საიარაღო საამქრო რედაქტირება

ამ საამქროში, მაღალი სიზუსტის პროგრამული მართვის ჩარხების გამოყენებით მზადდება სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური აღჭურვილობა, როგორიცაა:

  • ცხელი და ცივი ტვიფრები;
  • წნეხფორმები;
  • ლითონისა და ხის მოდელები;
  • მჭრელი და მზომი იარაღები.

მძიმე მექანიკური საამქრო რედაქტირება

საამქრო აღჭურვილია, უნიკალური დიდ გაბარიტიანი ჩარხებით: (სახარატო, კარუსელური, გრძივ საფრეზო, შიგსაჩარხი, კბილსაჭრელი და სხვა). რომელზეც შესაძლებელია დამზადდეს დეტალები რომელთა:

  • მაქსიმალური დიამეტრია - 3000 მმ;
  • მაქსიმალური სიგრძე - 12000 მმ;
  • მაქსიმალური წონა - 20 ტ.

სამჭედლო საამქრო რედაქტირება

მაღალი სიმძლავრის (10 ტონამდე) უროების და წნეხების (2500 ტ) გამოყენებით წარმოებს სხვადასხვა ზომის დეტალების ცხლად დატვიფრვა, საწარმოს საიარაღო საამქროში დამზადებული ცხელი ტვიფრების გამოყენებით, წონით 70 კგ-მდე.

ნახშირორჟანგის საამქრო რედაქტირება

ამ საამქროში თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის გამოყენებით ხდება მაღალი ხარისხის ნახშირორჟანგის მიღება, როგორც კვების ასევე მძიმე მრეწველობისათვის.

ცენტრალური და მზომელობითი ლაბორატორია რედაქტირება

მზომელობით ლაბორატორიებში წარმოებს საიარაღო საამქროში დამზადებული მჭრელი და მზომი იარაღების კონტროლი, ასევე ახალი ნიმუშების უნივერსალური შემოწმება. ამ მიზნით ლაბორატორია აღჭურვილია უცხოური ციფრული და ელექტრული საზომი ხელსაწყოებით და დანადგარებით. ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს ლითონური მასალების და მეტალურგიული წარმოების "მოწმეების" ქიმიური შემადგენლობისა და მექანიკური თვისებების დადგენა.

მოდელები რედაქტირება

შემქნილი იყო ЗИЛ-164-ის ბაზაზე

გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები

გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები

გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები

გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები

თვითმცლელი (1984-1998)

სამხედრო ტექნიკა

ჯავშანტრანსპორტიორები

ყველაზე წარმატებული ქუთაისური ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც ტენდერში დამარცხდა BTR-60 - თან

მის შექმნა დაიწყო 1960 წელს

ლიტერატურა რედაქტირება