ქსილენი (ბერძ. ξύλο — „ხე“) ან დიმეთლბენზოლი — ორგანული ნივთიერება ფორმულით (CH3)2C6H4. არსებობს სამი იზომერის სახით, რადგან ორი მეთილის ჯგუფის განთავსება ბენზოლის ბირთვზე სამგვარად არის შესაძლებელი. სამივე მათგანი არის უფერო, ცეცხლსაშიში სითხე და ზოგიერთი მათგანი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში. მათი ნარევი მოიხსენიება როგორც ქსილენი ან, უფრო სწორად, ქსილენები.

ქსილენის სამი შესაძლო იზომერი: o-ქსილენი, m-ქსილენი, და p-ქსილენი

ყოველწლიურად იწარმოება რამდენიმე მილიონი ტონა ქსილენი[1]. 2011 წელს სინგაპურში დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსილენის ქარხნის მშენებლობა[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. Fabri, Jörg; Graeser, Ulrich; Simo, Thomas A. (2000) „Xylenes“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. DOI:10.1002/14356007.a28_433. ISBN 978-3527306732. 
  2. Tremblay, Jean-François (2011). „Making Aromatics in Singapore“. Chemical & Engineering News Archive. 89 (38): 18–19. doi:10.1021/cen-v089n038.p018.