ქსენია მილიჩევიჩი

ქსენია მილიჩევიჩი ( ფრანგ. Ksenia Milicevic ; დ. 15 სექტემბერი,დრინიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინა ) — ფრანგი მხატვარი, არქიტექტორი და ქალაქის დამგეგმარებელი. პარიზში, მონმარტრზე აქვს სტუდია ბატო-ლავუარში და ასევე ბაზა — სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში.[1]

ქსენია მილიჩევიჩი
დაიბადა 15 სექტემბერი, 1942(1942-09-15) (81 წლის)
დაბადების ადგილი Drinić, Petrovac
ქსენია მილიჩევიჩი, 1990 წ.

ბიოგრაფია რედაქტირება

ქსენია მილიჩევიჩი დაიბადა 1942 წელს დრინიჩში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ომის შემდეგ დიპლომატ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სოფიასა და პრაღაში. მამამ, რომელიც მწერალი და მხატვარი იყო, მას ზეთის საღებავები აჩუქა. თხუთმეტი წლის ასაკში ქსენიამ პირველი სურათი დახატა.[2][3]

ქსენია მილიჩევიჩი ასევე დაკავებული იყო არქიტექტურის, მოზაიკის, ფრესკების და მხატვრობის შესწავლით ძველ მონასტრებში.

 
ქსენია მილიჩევიჩი 2023 წ.

ბელგრადში დაბრუნებული ქსენია სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი სწავლობდა საინჟინრო უნივერსიტეტში და 1962 წელს გადავიდა ალჟირში . ალჟირში ეუფლებოდა არქიტექტურას ურბანიზმის ინსტიტუტის არქიტექტურისა და ურბანიზმის სკოლაში. მთელ თავისუფალ დროს ატარებდა სახვითი ხელოვნების სკოლის ფერწერის კლასში, რომელიც მდებარეობდა იმავე შენობაში, სადაც ინსტიტუტი იყო განთავსებული. დაამთავრა 1968 წელს და ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ECOTEC-ში გამოჩენილი ბრაზილიელი არქიტექტორის ოსკარ ნიმეიერის გუნდში. ამის შემდეგ, ქსენია გადავიდა ქალაქ სან მიგელ დე ტუკუმანში, ჩრდილოეთ არგენტინაში არქიტექტორად. ტუკუმანში ეროვნული უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლაში დადიოდა, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. მხატვრის ნახატების პირველი გამოფენა ტუკუმანში 1970 წელს გაიმართა. საფრანგეთში, ესპანეთსა და მექსიკაში ცხოვრების შემდეგ, ქსენია 1987 წლიდან მუდმივად ცხოვრობს საფრანგეთში. ატელიე ბატო-ლავუარში 1976 წლიდან მან მთელი თავისი დრო დაუთმო ფერწერას. მოაწყო 120 პერსონალური და ერთობლივი გამოფენა მთელს მსოფლიოში.[4][5]

2010 წლიდან ქსენია მილიჩევიჩი აქვეყნებს ნარკვევებს, სადაც იძლევა გაფრთხილებას ხელოვნებაში არსებული სამი ფაქტორის პროგრესული განადგურების შესახებ, რომელზედაც დაფუძნებულია ნამუშევარი: სილამაზე, სივრცე და დრო, რაც შემდგომში ხელს უწყობს ადამიანის განადგურებას.

2011 წელს საფრანგეთში, სენტ-ფრაჟუში, ოტ-გარონში გაიხსნა მუზეუმი სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე განთავსებული იყო ქსენია მილიჩევიჩის 30 ნახატი. 2014 წელს ქსენია მილიჩევიჩმა ჩამოაყალიბა მოძრაობა "მდგრადობის ხელოვნება".[6]

შემოქმედება რედაქტირება

სამხატვრო სკოლაში სწავლის პერიოდიდან დაიწყო მისი კატეგორიული უთანხმოება პოსტმოდერნისტულ მოძრაობასთან ხელოვნებაში. მას სჯეროდა, რომ ეს იყო შესანიშნავი სავარჯიშოები ფანტაზიის გასააქტიურებლად და სტერეოტიპებისგან გასათავისუფლებლად, თუმცა ამ ნამუშევრებს არ მიიჩნევდა ხელოვნების საბოლოო ქმნილებად. თავის შემოქმედებაში მხატვარი აერთიანებს ხედვას საკუთარ ფიქრებთან, მაგრამ არასოდეს წყვეტს კავშირს მხატვრობისთვის დამახასიათებელ ელემენტებთან, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს აზრის გადმოცემა სილამაზის მეშვეობით.[7][8]

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

Ксения Миличевич, Art-Confusion.com, éd. Edilivre, Paris, 2013

სქოლიო რედაქტირება

  1. Diart, Revista de las artes visuales, P.24, by Manuel Ruiz, N°26, julio 1982, Madrid.
  2. Suvremeni pisci Jugoslavije, Budimir Milicevic, p.226, izdavacka kuca Stvarnost, Zagreb 1966.
  3. Estudios humanísticos en homenaje a Luis Cortés Vázquez, p. 18, at Google Books
  4. Journey of the visual experiences, by Osvaldo Romberg, p.106 to 109, San Miguel de Tucuman, 1972.
  5. Consulado de la Republica de Guinea Ecuatorial. 14 de enero 1983.
  6. Artes visuales, Museo de Arte Moderno, p.25, enero 1982, Mexico.
  7. Ayuntamiento de Deifontes. Deifontes. 11 de abril 1983.
  8. La Dépêche, Art Résilience, un concept actuel, 3 nov. 2015