ქრისტესისხლა (ლათ. Chelidonium) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა Ch. majus შეიცავს ნარინჯისფერ რძეწვენს. აქვს ღრმად, ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები და ქოლგისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვითელი ყვავილები.

ქრისტესისხლა

იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბარქტიკულ და ზომიერ სარტყლებში, ბაღებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული.

შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდ ქელიდონიუმს, რითაც ხშირად იწამლებიან ცხოველები. ქრისტესისხლას რძეწვენი იხმარება მედიცინაში წყლულისა და კანის დაავადებათა სამკურნალოდ.

ლიტერატურა რედაქტირება