ქოფეთდაღი (სპარს. کپه‌داغ; თურქმ. Köpetdag) — მთათა სისტემა ირანის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ირანსა და თურქმენეთში. ქოფეთდაღი თურქმენეთ-ხორასანის მთების ნაწილია. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე ჩრდილო-დასავლეთით 200 კმ-მდე, შუა ნაწილში 80-95 კმ, სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3191 მ. აგებულია მეზოზოური, პალეოგენური, ნეოგენური და ნაწილობრივ იურული ასაკის დანალექი ქანებითკირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით, თიხებით. დამახასიათებელია მიწისძვრები. განსაკუთრებით ძლიერი მიწისძვრები დაფიქსირდა 1869, 1893, 1895, 1929, 1948 წლებში. ქოფეთდაღი ალპური დანაოჭების მთებია. მასში ერთმანეთს ცვლის ანტიკლინური და სინკლინური ქედები და სინკლინური ხეობები. რელიეფის ფორმებიდან მნიშვნელოვნაია ასიმეტრიული კუესტური სერები და მაგიდა პლატო. არის კარსტული მღვიმეებიც, რომელთაგან მნიშვნელოვანია ბაჰარდენის მღვიმე. კალთები დანაწევრებულია ხევებით. წიაღისეულებიდან მოიპოვება ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიტი.

ქოფეთდაღი
ქოფეთდაღი
ქოფეთდაღი
კოორდინატები: 38°04′ ჩ. გ. 57°22′ ა. გ. / 38.067° ჩ. გ. 57.367° ა. გ. / 38.067; 57.367
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
სიმაღლე 3191 
სიგრძე 650 კმ
სიგანე 200 კმ
ქოფეთდაღი — ირანი
ქოფეთდაღი

განვითარებულია მშრალი სუბტროპიკული ჰავა, აღმოსავლეთით — ხმელთაშუაზღვის ტიპისაა. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 150-იდან 500 მმ-მდე წელიწადში. მდინარეთა უმრავლესობა ზაფხულობით შრება.

ქოფეთდაღის მთისწინეთი 300 მ სიმაღლემდე უკავია აბზინდიან-ეფემერულ უდაბნოს. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მთისძირზე გვხვდება ოაზისები. 300-იდან 600 მ სიმაღლემდე მთის უდაბნო და ნახევარუდაბნოა, 600-იდან 1000 მ-მდე, ნალექების მატებასთან დაკავშირებით, ღია წაბლა ნაიდაგზე ხარობს სუბტროპიკული მთის სტეპი. ხეობებში ბუჩქნარია, სადაც თავს აფარებს ტახი, ლეოპარდი; 1000-1500 მ სიმაღლემდე მთის სტეპი და ღვიის ნათელი ტყეა, 2200 მ-ზე მაღლა — მთის მდელოები.

დასავლეთ ქოფეთდაღის ნოტიო ხეობებში გაბატონებულია ჰირკანული ფლორა. თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი მდებარეობს ქოფეთდაღის მთისწინეთში. 1976 წელს ქედის ფარგლებში დაარსდა ქოფეთდაღის ნაკრძალი (ფართობი 49 800 ჰა).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Вальбе С. П., Основные черты тектоники Копетдага, "Изв. АН СССР. Серия геологическая", 1970, № 6;
  • Ефремов Ю. К., О рельефе Копетдага, в кн.: Вопросы географии, сб. 40, М., 1957;
  • Резанов И. А., Тектоника и сейсмичность Туркмено-Хорасанских гор, М., 1959;