ქოსა გახუკონსტანტინე გამსახურდიას ნახევრად ავტობიოგრაფიული ნოველა.

„ქოსა გახუ“

ავტორი კონსტანტინე გამსახურდია
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ექსპრესიონიზმი, მოდერნიზმი
გამოცემის თარიღი 19271929
გვერდი 50

ნოველის შესახებ რედაქტირება

ნაწარმოები მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომადაა აღიარებული. ის აგვისახავს ძველი, დრომჭმული სამყაროს ადამიანების სულიერ ცხოვრებას. ნოველის მთავარი გმირი, „ქოსა“ გახუ, ყოველ ღონეს ხმარობს, რომ რევოლუციის ქარიშხლალს გადაურჩეს, თუმცა უშედეგოდ.[1]

„ზარები გრიგალში“ წერის მანერის თვალსაზრისით, აქა-იქ თუ კიდევ ატარებს ექსპრესიონიზმის დაღს, ქოსა გახუ და „დიდი იოსები“ წმინდა რეალისტური ხასიათის ნაწარმოებებია. უკვე აღარ სჭირდება მწერალს ნოველის საშენი მასალისთვის დეკადენტური თვალების სრესა, ევროპულ ლიტერატურულ სალონებში, ან წარმართულ ქიმერათა შორის ხეტიალი, ამ ნოველებით კ. გამსახურდია გაბედულად მივიდა ცხოვრების სინამდვილესთან. ხოლო ამ უკანასკნელმა მწერლის მახვილ თვალს მაშინვე მიაწოდა წარუშლელი ხასიათები და რეალური ყოფის დაუვიწყარი სურათები.

ქოსა გახუ, თავად მანუჩარის ნაშიერი, ფეოდალური წარსულის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, ხეზე ცხოვრობს. გიჟის პერანგი ჩაიცვა გახუმ, რომ თანასოფლელებმა შეიცოდონ და ისტორიის ქარტეხილს, განადგურებას გადაარჩინოს ბატონიშვილთა შთამომავალი, თავისი პირმშო თემრა. თემრა იზრდება. ქოსა გახუ და ნახუცარი იონა დარწმუნებული არიან, რომ ძველი დრო დაბრუნდება და ბატონიშვილის შენახვის დიდი მისია მათ აწევთ კისერზე. ისინი ეფუთში ამაოდ ეძებენ ბოლშევიკების წასვლის დღეს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. თემრას მსხლის ტოტი ჩამოუტყდა და დაიღუპა. ქოსა გახუმ იმედი დაჰკარგა. მან მოიცილა შეშლილის ნიღაბი და ანგარიში გაასწორა უკუღმართ ცხოვრებასთან. ცეცხლს მისცა ხეზე აშენებული ფაცხა, ხოლო თვითონ მდინარეში თავი დაიხრჩო.

სიუჟეტი რედაქტირება

სიუჟეტის მსვლელობა დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს. მწერალი სანადიროდაა ოდიშის ერთ-ერთ სოფელში. მისი სიყრმის მეგობარი ტაგუ სამუგია გამოცდილი მონადირეა და ნადირობის სეზონზე ერთობლივი ძალებით გადაწყვეტენ კურდღლის ძიებას. მის სოფელში რევოლუციის გამო ყველა გაიქცა. ასევე იყვნენ მანუჩარ ბატონიშვილის შვილები. ყველა გაიქცა გახუს გარდა, რადგან მას პატარა შვილი ჰყავდა. თანაც ცოლი იმ პერიოდში გაექცა და ბერძენს გაჰყვა. ამიტომ გახუმ თავის მოგიჟიანება გადაწყვიტა და ამით გადაირჩინა თავი. მწერალს მისი გაცნობა მოუნდება და შესთავაზებს მათთან ერთად ინადიროს.

ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ერთ დღეს მისი პატარა შვილი თემრა ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. გახუმ ყველაფრის სურვილი დაკარგა. ბავშვის გასვენებას სულ 4 კაცი დაესწრო. ტაგუ სამუგია და კონსტანტინე კი აგრძელებდნენ ნადირობას. ტაგუ ამბობდა, რომ გახუ ვაჟკაცი რომ ყოფილიყო, თავს მოიკლავდა. ის მოჰყვება ახალგაზრდობის ამბავს. ის და მისი მეგობარი ჯანსუღ აგირბა აფხაზეთის ერთ-ერთი დიდი გვარის წარმომადგენლის ქორწილში იყვნენ. ორივეს პატარძალი – თათია მოეწონათ. ჯანსუღმა ჰკითხა ტაგუს მოეწონა თუ არა ის ქალი და მოტაცების სურვილი გამოთქვა. ტაგუმ, როგორც მეგობარმა თავისი გრძნობა დამალა და მეორე დღეს მისი ნაცნობი — ფიფიას მეშვეობით თავს დაესხნენ. უშედეგოდ. ქალი ვერ მოიტაცეს, ჯანსუღმა კი თავი მოიკლა. შემდეგ წელს მეგობრის სისხლის გამო შური იძია ტაგუმ. თავს დაესხა ანჩაბაძეს და თათია მოიტაცა.

ამ დროს ხმაური გაისმა. მონადირეებმა კვამლი დაინახეს. აღმოჩნდა, რომ ქოსა გახუს ცეცხლისთვის მიუცია თავის ხის სახლი, თვითონ კი გაქცეულა. ცეცხლი 5 სხვა სახლსაც გადაედო, თუმცა მალევე ჩააქრეს გლეხებმა. აღმოჩნდა, რომ წინა დღეს გახუს მეზობლების ყველა ვალი დაუბრუნებია. ტაგუმ აღნიშნა, რომ გახუს ვაჟკაცობამ მეტი ვერ გაბედა და თავი ვერ მოიკლა. მაგრამ მეორე დღეს ენგურმა ცხედარი გამორიყა. სოფლელებმა კი მისი უპატივცემულობა და ცუდი დამოკიდებულება იმით გამოხატეს, რომ ის კვლავ წყალს გაატანეს.

პერსონაჟები რედაქტირება

  • კონსტანტინე გამსახურდია — მწერალი, მთხრობელი. დასავლეთში სანადიროდ მოხვდა და იქაურ ამბავს ჰყვება.
  • ტაგუ სამუგია — არაკანონიერი შვილი მანუჩარ ბატონიშვილის. მწერალთან ერთად ნადირობს.
  • ქოსა გახუ — მანუჩარ ბატონიშვილის ფსიქიკურად დაავადებული შვილი.
  • ნახუცარი იონა — მოხუცი სოფლელი გლეხი.
  • ჯანსუღ აგირბა — ტაგუ სამუგიას მეგობარი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკა – ქოსა გახუ