ქვიშხეთის მთაწმინდის ეკლესია

მთაწმინდის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, ადგილ მთაწმინდაზე. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (5X3,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გარედან შემოსილია მუქი ქვიშაქვის თლილი კვადრებით. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელი და კარი. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. სამხრეთ ფასადზე კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი.

ქვიშხეთის მთაწმინდის ეკლესია

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.