ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმიმუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში. თანამედროვე სახით გაიხსნა 2007 წელს ქართველი წმინდანისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის პატივსაცემად. მისი როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალის ისტორია კი XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.

ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი
დაარსდა 1991, 6 თებერვალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის ქ. 32
სტატუსი მუნიციპალური დაქვემდებარების
ექსპონატი 900
დირექტორი რევაზ ნოზაძე

სახლი სადაც დღეს მუზეუმი მდებარეობს აშენებულია XIX საუკუნის 60-იან წლებში დიმიტრი ყიფიანის მიერ და აქ ცხოვრობდა მანამ სანამ მას სტავროპოლში გადაასახლებდნენ. მუზეუმი მოიცავს ყიფიანისეულ შენობას და მინაშენის ნაწილს, რომელზეც შედარებით ადრეული (XX ს-ის I ნახევარი) კვალი შეინიშნება.

XX საუკუნის პირველ ნახევარში სახლი საქართველოს მწერალთა კავშირის ხელში გადავიდა და შენობაში განთავსდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი სახლი. XX საუკუნის 90-იან წლებში შენობაში განთავსდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქვიშხეთის ფილიალი. შესყიდულ იქნა რამდენიმე მემორიალური ნივთი და ექსპონატი. ამჟამად მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 5. თბ., 1990