ქვეყანათმცოდნეობა

ქვეყანათმცოდნეობაგეოგრაფიული მეცნიერების დარგი, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის კონტინენტებს, ცალკეულ ქვეყნებს, დიდ რაიონებს. ქვეყანათმცოდნეობა გვიჩვენებს, თუ როგორ ვლინდება კონკრეტულ ტერიტორიებზე ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის მიერ დადგენილი ზოგადი კანონზომიერებანი და ტოპოლოგიური ნიშნები.

ბრიტანეთის კუნძულების რუკა კლავდიოს პტოლემეს მიხედვით

ქვეყანათმცოდნეობა ანტიკურ ხანაში ჩაისახა. ჰეროდოტედან და სტრაბონიდან მოყოლებული საუკუნეების მანძილზე იგი უნივერსალურ ხასიათს ატარებდა და მოიცავდა ბუნების, ისტორიის, ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის ყველა ასპექტს. ქვეყანათმცოდნეობითი ცნობები კოლოსალური რაოდენობით იყო შემონანახული ეგვიპტეში, კერძოდ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში.

XX საუკუნეში გეოგრაფიული მეცნიერების ცალკეული დარგების განვითარებასთან ერთად ქვეყანათმცოდნეობაში მკაფიოდ გამოიკვეთა ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის მიმართულება.

XX საუკუნეში ქვეყანათმცოდნეობის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნიკოლოზ ბარანსკიმ, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანათმცოდენობის მეთოდოლოგიის საფუძვლების დამუშავებაში და დასახა მისი ამოცანები. თანამედროვე ქვეყანათმცოდნეობა ტერიტორიის კომპონენტებად აღწერის ნაცვლად გვაძლევს იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების დახასიათებას, რომლებიც განსაზღვრავენ განსახლებისა და მეურნეობის საწარმოო-ტექნიკურ სტრუქტურის მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება