ქვემო ლოთარინგია (ლათ. Lotharingia Mosana, გერმ. Niederlothringen, ფრანგ. Basse-Lotharingie) — შუა საუკუნეების საჰერცოგო საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში. ამჟამად მისი ტერიტორია შედის ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში.

ლოთარინგიის ზემო და ქვემო ნაწილები 1000 წელს

ისტორია რედაქტირება

959 წელს ლოთარინგიის საჰერცოგოში იფეთქა ლოთარინგიის წარჩინებულთა მსხვილმა აჯანყებამ. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ლოთარინგიის ჰერცოგისა და არექიეპისკოპოს ბრუნოს პოლიტიკით. ამ უკანასკნელებმა გასცეს სენიორების ციხე-სიმაგრეების განადგურების ბრძანება, ასევე წარჩინებულებს დიდი გადასახადები დააკისრეს. აჯანყებას მეთაურობდა ყოფილი მრჩეველი ბრუნო იმონი, შევრემონის სენიორი. აჯანყების ჩასახშობად და სამომავლოთ ლოთარინგიელების შესაჩერებლად, ბრუნომ საჰერცოგო ორ ნაწილად გაყო: ზემო ლოთარინგიად (L. Mosellana) და ქვემო ლოთარინგიად (L. Mosana). ტრირის, მეცის, ტულისა და ვერდენის რეგიონები უშუალოდ იყო დამოკიდებული იმპერატორზე. ყოველი საჰერცოგოს სათავეში ბრუნომ დასვა წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა ტიტული „ვიცე-ჰერცოგი“. ზემო ლოთარინგიის ვიცე-ჰერცოგი გახდა ბარისა და მეცის გრაფი ფრიდრიხ (ფერი) I (დაახლ. 942—984), რომელიც დაქორწინებული იყო ჰუგო დიდის ასულზე, ბრუნოს ძმიშვილზე. ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა ენოს გრაფი გოტფრიდი.

 
საჰერცოგოს გერბი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება