ქვემო ალევის წმინდა მარინეს ეკლესიის ნანგრევი

ქვემო ალევის წმინდა მარინეს ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მდ. ალეურას მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის უკანა ყელზე მდებარეობს დარბაზული, სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესია. ძეგლის ხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. სწორკუთხა ნაგებობის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, აქედან აღმოსავლეთისა თითქმის ჩამონგრეულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა, ეკლესია მთლიანად დეფორმირებულია და დანგრევის პირასაა მისული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 173