ქვედა ნასაკირალი

დაბა საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ქვედა ნასაკირალი, ნასაკირალიდაბა საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასაკირალის სერზე, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ. ოზურგეთიდან 10 კმ. დაბაში არის საჯარო სკოლა,[4], საბავშვო ბაღი, საექიმო პუნქტი, მეჩეთი.

დაბა
ქვედა ნასაკირალი

ნასაკირალის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°58′14″ ჩ. გ. 42°01′11″ ა. გ. / 41.97056° ჩ. გ. 42.01972° ა. გ. / 41.97056; 42.01972
დაარსდა 1929
ამჟამინდელი სტატუსი 1976
ფართობი 9,71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2898[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 298,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
სომხები 0,7 %
რუსები 0,35 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 496[2]
საფოსტო ინდექსი 3500[3]
ქვედა ნასაკირალი — საქართველო
ქვედა ნასაკირალი
ქვედა ნასაკირალი — გურიის მხარე
ქვედა ნასაკირალი

ისტორია რედაქტირება

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე, რომელსაც გურული ფირალები აფარებდნენ თავს გურიის აჯანყების დროს XX საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.

1929 წელს გაიჩეხა ტყეები, გაშენდა ქარსაფარი ზოლი, მოეწყო ჩაის საბჭოთა მეურნეობა. ნასაკირალის ტყის ნაწილი მოექცა დვაბზუს სასოფლო საბჭოს დაქვემდებარებაში, ნაწილი სოფელ ნასაკირალის სახელით ძიმითის საბჭოში, ხოლო ქვედა ნასაკირალი შეუერთდა სოფელ მელექედურს. მეურნეობის დაარსებიდანვე დასახლება მულტიეთნიკური გახდა, ცხოვრობდნენ პოლონელები, ჩინელები, გერმანელები, უკრაინელები, სულ 14 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. აშენდა საავადმყოფო, კულტურის სახლი, სანატორიუმი, სკოლა.

1945 წელს აიგო კირის ქარხანა. 1956 წლისთვის მეურნეობა ფლობდა 495 ჰექტარ ჩაის, 116 ჰექტარ ტუნგისა და 7 ჰექტარ ციტრუსების პლანტაციას. 1958 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა, მოეწყო მოედანი, სადაც დაიდგა სტალინის ძეგლი. 1969 წელს სოფელში დასახლდნენ სტიქიით დაზარალებულები შუახევის, ხულოსა და ჩოხატაურის რაიონებიდან, სულ 265 ოჯახი. დასახლება კომპაქტური გახდა. 1971 წელს სოფელში არსებული რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. მოქმედებდა 50 საწოლიანი საავადმყოფო.

1976 წლის 11 თებერვალს ქვედა ნასაკირალი გამოეყო მელექედურს და დაბის სტატუსი მიენიჭა.

მოსახლეობა რედაქტირება

1990-იანი წლების დასაწყისში ნასაკირალში აგრეთვე დასახლდა შუა აზიაში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების რამდენიმე ოჯახი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1977 2047
1979   2290 1031 1259
1989   2616 1251 1365
2002   2550
2014   2898 1438 1460

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
  • რუსიძე ო., „იზრდება და მშვენდება დაბა ნასაკირალი“ // ლენინის დროშა : გაზეთი, 1979, № 31-32, გვ. 3.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი