ქვედა მამათის ნაეკლესიარი

ქვედა მამათის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მამათში.

ადგილობრივების გადმოცემით სოფლის სასაფლაოზე (ადგილი ქვაჯვარა) ეკლესია მდგარა. ამჟამად სასაფლაოს სამხრეთ ნაწილში 2 მეტრამდე სიმაღლის და 3 მეტრი სიგრძის კედელი ფიქსირდება, 80 სანტიმეტრის სისქის. ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. მიწის ზედაპირზე შეინიშნება კედლის ფრაგმენტები, რომლებიც ძირითადად მიწით არის დაფარული და გეგმის დადგენა ვერ ხერხდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20943