ქვედა გორდის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვედა გორდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორდში.

აღწერა რედაქტირება

ქვედა გორდის წმინდა გიორგის ეკლესია და წარმოადგენს XIX საუკუნის პირველი ნახევრის დიდ დარბაზულ, შვერილაბსიდიან ეკლესიას. იგი საკმაოდ დაზიანებულია, ჩანგრეულია გადახურვა, სამშენებლო მასალად გამოყენებულია საშუალო ზომის ფლეთილი ქვა, კირის დუღაბზე. წყობის თარაზულობა დაცულია. ეკლესიის დარბაზი სწორკუთხა ფორმისაა, რომელიც აღმოსავლეთით 5 წახნაგა აბსიდით ბოლოვდება. საკურთხეველი ვიწრო მხრებითაა გამოყოფილი. კედელში სამი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით, თაღოვანი ნიშია დატანილი. დარბაზის სარკმლები შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. ანალოგიური ფორმისაა ეკლესიაში შესასვლელი სამივე კარიც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9732