ქვაბების მთა
დაბალი სერი საქართველოში, კახეთის მხარეში
ქვაბების მთა — დაბალი ანტიკლინური სერი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 581 მ. აგებულია ნეოგენური ქანებით. შესწავლილია აქაური უხვი ნამარხი შუააქჩაგილური ფაუნა, რომელიც აფრიკის ფაუნას ენათესავება. სერის ფლატეებზე გამოქვაბულებია. შუა საუკუნეებში მას თავდაცვისთვის იყენებდნენ.
ქვაბების მთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°27′28″ ჩ. გ. 45°42′43″ ა. გ. / 41.457917° ჩ. გ. 45.712056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სიღნაღის მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 581 მ |
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.