ქეშელთის უღელტეხილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქეშელთა.

ქეშელთის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2669 მეტრი. აგებულია იურული მეზოკაინოზოური დანალექი წყებებით. მდინარე ლიახვის ხეობას აკავშირებს მდინარე ქეშელთის ხეობასთან.

ქეშელთის უღელტეხილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2669 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი

ლიტერატურა რედაქტირება