ქაჯარანიქალაქი სომხეთში სიუნიქის ოლქში. მდებარეობს მდინარე ვოხჩის ზემო დინებაში, ზანგეზურის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე მეგრინის ქედის ჩრდილოეთით. ერევნიდან 356 კილომეტრი, კაპანიდან 25 კილომეტრი.

ქალაქი
ქაჯარანი
Քաջարան

ქალაქი ქაჯარანი
გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზი სიუნიქის ოლქი
კოორდინატები 39°09′04″ ჩ. გ. 46°09′36″ ა. გ. / 39.15111° ჩ. გ. 46.16000° ა. გ. / 39.15111; 46.16000
დაარსდა 1947
ამჟამინდელი სტატუსი 1992
ფართობი 2.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2200
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 9 330 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (285)
საფოსტო ინდექსი 3309
ოფიციალური საიტი http://kajaran.am/
ქაჯარანი — სომხეთი
ქაჯარანი

ეკონომიკა რედაქტირება

ქაჯარანი არის სამთამადნო მრეწველობისა და ფერადი მეტალურგიის მსხვილი ცენტრი. ქალაქში მდებარეობს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი, სომხეთის სამთო-მეტალურგიის მნიშვნელოვანი საწარმო. კომბინატის მშენებლობა დაიწყო 1940 წელს მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მშენებლობა შეჩერებულ იქნა 1944 წლამდე. 1951-1952 წლებში ქარხანა შევიდა ექსპლუატაციაში. 2002 წელს საწარმომ გამოიმუშავა 8 მლნ. ტონა მადანი. 2004 წელს სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი პრივატიზაციის შესახებ, რომლის შედეგად უნდა შეიქმნას 3000-4500 სამუშაო ადგილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება