ქასრ-ამრა (არაბ. قصر عمرة) — უდაბნოში მდებარე ციხესიმაგრე თანამედროვე იორდანიის აღმოსავლეთ ნაწილში. აშენდა VIII საუკუნეში (სავარაუდოდ 711–715 წ.წ.) ომაიანების ხალიფა უალიდ I-ის მიერ, რომელიც იმ დროისთვის რეგიონში ყველაზე დაწინაურებულ ძალას წარმოადგენდა. ქასრ-ამრა ადრეული ისლამური კულტურისა და არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად მიიჩნევა.

ქასრ-ამრა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 31°48′48″ ჩ. გ. 36°36′08″ ა. გ. / 31.81333° ჩ. გ. 36.60222° ა. გ. / 31.81333; 36.60222
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 327
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 327
ინგლ.რუს.ფრ.

შენობა დიდი ციხესიმაგრის კომპლექსის ნარჩენებს წარმოადგენს, ძირითადად მისი საძირკვლის. როგორც ჩანს, ის სამხედრო მიზნებს არ ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შენობაში, შემორჩენილია ფრესკები – ნადირობის სცენა, შიშველი ქალი და სააბაზანო ოთახის თავზე ზოდიაქოს ნიშნები. სწორედ ამ ფრესკების გამო, 1985 წელს იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეტანა.

ნანგრევები იორდანიის აღმოსავლეთ–დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს, ამანის სიახლოვეს და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: