ქართული პარტია - პოლიტიკური პარტია საქართველოში, პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი ოქრუაშვილი

ქართული პარტია
ქართული პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი
ისტორია
დაფუძნდა ოქტომბერი, 2010
შტაბ-ბინა თბილისი, დ. უზნაძის 113

ისტორია რედაქტირება

დაარსდა 2010 წლის 12 ოქტომბერს. დამფუძნებლებს შორის იყვნენ: საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ბიზნესმენი ეროსი კიწმარიშვილი და პოლიტიკოსები ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე. მოგვიანებით პარტია დატოვა სოზარ სუბარმა. 2011 წელს პარტიას შეუერთდა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის [1]2014 წლის ადგილობბრივ არცევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 0,8%.

პოლიტიკური პლატფორმა რედაქტირება

პარტიის პრიორიტეტებია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტეროტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია. პარტიის მიზანია, შექმნას და იბრძოლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, რაც უნდა დაეფუძნოს - თვითმყოფადობას, უსაფრთხოებას და პროგრესს[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს პოლიტიკური პარტიების სია დაარქივებული 2012-05-22 საიტზე Wayback Machine. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  2. „ირაკლი ოქრუაშვილი: "ქართული პარტია" გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება“. საინფორმაციო პორტალი - ამბები.ge. 2010-10-15. ციტირების თარიღი: 2010-10-26. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)