ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი

ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი — სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა საქართველოს სახმელეთო ჯარებისთვის შექმნა.

ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი

მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე.
ტიპი უპილოტო ვერტმფრენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მწარმოებელი „დელტა“
დიზაინერი „დელტა“
წარდგენის თარიღი 2015 წელი
სტატუსი წარმოებაშია
პირველადი მომხმარებელი საქართველოს სახმელეთო ჯარები
საფუძველი Exec 162F

აღჭურვილობა და საფუძველი რედაქტირება

აღნიშნული მოდელის ვერტმფრენი აღჭურვილია 2 ერთეული M-134 Minigun-ის ტიპის 6 ლულიანი ტყვიამფრქვევით და 2 ერთული უმართავი რაკეტების ბლოკით. ცხვირის ნაწილში დამონტაჯებულია ოპტიკურ-ელექტრონული დაკვირვების სისტემა.[1]

საფრენი აპარატის შექმნისას საბაზო ვერტმფრენად აღებულია კომპანია ROTORWAY-ის მიერ წარმოებული Exec 162F ტიპის ვერტმფრენი.

მონაცემები რედაქტირება

მონაცემები აღებულია „დელტას“ ოფიცუალური საიტიდან.
სიგრძე 6.71 მეტრი
სიმაღლე 2.44 მ
მზიდი ხრახნის დიამეტრი 7.62 მ
საჭის ხრახნის გადაცემა ორსაფეხურიანი ღვედური გადაცემა
ცარიელი მასა 442 კგ
ძრავი 1 X Rotorway RI-162F
ძრავის სიმძლავრე 150 ცხ/ძ
სიმაღლის აღების სიჩქარე 5.1 მ/წმ
მაქსიმალური სიმაღლე 3048 მ
მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ
კრეისერული სიჩქარე 152 კმ/სთ
მუშაობის დიაპაზონი 150 კმ
სვლის მარაგი 2 საათი
დატვირთვა 238 კგ
ტელემეტრია 22 კმ

გამოყენება რედაქტირება

ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად:

  • რადიოლოკაციური, ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით საზღვრების მონიტორინგი;
  • დაზვერვა, იარაღის მიზანჩვენება:
  • რადიო და სხვა ელექტრონული სიგნალების რეტრანსლირება; გარკვეულ ობიექტებზე ვიზუალური კონტროლი;
  • აეროფოტოგადაღებები;
  • სოფლის მეურნეობაში ერიგაცის სისტემების მონიტორინგი და ქიმიკატების დაფრქვევა;
  • სარწყავი წყალის გამოყენებაზე კონტროლი;
  • საზღვაო აკვატორიაში დაბინძურების კერების აღმოჩენა;
  • გარემოს დაცვაში ხანძრების კერების აღმოჩენა;
  • ვიდეოგადაღებები;
  • ტვირთების გადაზიდვა.[1]

მახასიათებლები რედაქტირება

  • ფრენის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა – სრულად ავტონომიური ფრენა ავტოაფრენით და დაშვებით.[1]
  • მიწისზედა მართვის პროგრამული უზრუნველყოფა – შედის სისტემაში და უზრუნველყოფს ბრძანების, კონტროლის და სენსორის მონაცემების ეკრანზე ასახვას; გააჩნია განგაშის ხმოვანი სისტემა.[1]
  • მიზისზედა მართვის სადგური, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავის რეალურ დროში მართვისთვის, მისიის დაგეგმისთვის და შესრულებისთვის, ფრენის სტატუსის ვიზუალიზაციისთვის, პირდაპირი ვიდეოგადაცემაზე დაკვირვებისთვის, საკიდარის მართვისთვის. მართვის სადგური დაფუძნებულია ორ დაცულ გადასატან კომპიუტერზე (დუბლირებისთვის) და ორი ოპერატორის კონტროლზე.[1]
  • ორღერძიანი ანტენის მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ანტენის მიმართვას თვითმფრინავისკენ მონაცემების კავშირის დიაპაზონის გაზრდისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება