ქარზურგა კუნძულები

ქარზურგა კუნძულები (ინგლ. Leeward Islands) — ვულკანურ კუნძულთა ჯგუფი ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთი ნაწილი. ფართობი დაახლოებით 6 ათასი კმ². ქარპირა კუნძულების შემადგენლობაში შემავალი კუნძულები გვადელუპა და მარტინიკა საფრანგეთის სამფლობელოა, ხოლო ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, დომინიკა, გრენადა და სენტ-ლუსია — დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. დიდი კუნძულების რელიეფი მთაგორიანია, სიმაღლე 1421 მეტრამდე (ვულკ. დიაბლოტენი კუნძულ დომინიკაზე). ჰავა ტროპიკულია, პასატური და ნოტიო. ბუნებრივი მცენარეულობა თითქმის მთლიანად განადგურებულია. კუნძულებზე არის შაქრის ლერწმის, კაკაოს, ბანანის პლანტაციები. მნიშვნელოვანი ქალაქებია: ფორ-დე-ფრანსი (კ. მარტინიკა), პუენტ-ი-პიტრი და ბას-ტერი (კ. გვადელუპა), კასტრი (კ. სენტ-ლუსია).

ქარზურგა კუნძულები რუკაზე

ლიტერატურა რედაქტირება