ქალი-კატა (კომიქსი)

ქალი-კატაDC კომიქსების გამოგონილი პერსონაჟი, ბეტმენის ისტორიებში. შეიქმნა როგორც ბოროტმოქმედი, ბილ ფინგერის და ბობ კეინის მიერ. კეინმა პერონაჟი თავისი ბიძაშვილი რუთ შტილის შთაგონებით შექმნა[1]. კეინი კინოს მოყვარული იყო და ცნობილია რომ პერსონაჟის შექმნაში მოდელი ჯინ ჰარლოუც დაეხმარა.

ქალი-კატა

ქალი-კატის სხვადასხვა დროის კოსტიუმები. მხატვარი ბრაიან ბოლანდი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC კომიქსები
პირველი გამოჩენა ბეტმენი #1
ავტორ(ებ)ი ბობ კეინი
ბილ ფინგერი
დახასიათება
ალტერ ეგო სელინა კაილი
სახეობა ადამიანი
მოკავშირეები ბეტმენის ოჯახი
მონადირე ჩიტები
სუპერბოროტმოქმედების საიდუმლო საზოგადოება
შხამიანი სურო
ჰარლი ქვინი
და სხვა.
შესაძლებლობა
  • ათლეტიკის და ტანვარჯიშის ოსტატი.
  • ხელჩართული ბრძოლის ოსტატი.
  • პროფესიონალი ქურდი.
  • ფლობს კოსტიუმს, რომელიც აღჭურვილია ბასრი დანებით და ხელთათმანებში ჩამონტაჟებული ბრჭყალებით.
  • აქვს სხვადასხვა სახეობის მათრახი.
  • აქვს ემპათიკური ნათესაობა ყველა სახეობის კატასთან

ქალი-კატას, როგორც სელინა კაილის დებიუტი, შედგა კომიქსში ბეტმენი #1, (1940 წ. გაზაფხული.). სადაც ნახსენები იყო როგორც კატა (The Cat). მას ბეტმენთან აქვს ზოგჯერ სასიყვარულო/რომანტიკული ურთიერთობა, ზოგჯერ კი სძულს ის. თავის დებიუტში, ის იყო აზარტული ქურდი, მათრახით[2].

1960-იან წლებში, ქალი-კატა გამოჩნდა სერიალში ბეტმენი და 1966 წლის ფილმში ბეტმენი. 1992 წელს, მისი როლი ითამაშა მსახიობმა მიშელ პფაიფერმა ფილმში ბეტმენი ბრუნდება. 2004 წელს გამოსულ ფილმში ქალი-კატა, რომელიც უშუალოდ ქალი-კატას შესახებ იყო, მისი როლი ჰალი ბერიმ შეასრულა. კრისტოფერ ნოლანის ფილმში, ბნელი რაინდი: აღზევება, მსახიობი ენ ჰეთეუეი განასახიერებს სელინა კაილს.

ქალი-კატამ 11-ე ადგილი დაიკავა IGN-ს გამოკითხვაში ,,ყველა დროის 100 საუკეთესო კომიქსების ბოროტმოქმედი’’[3]. 51-ე ადგილი ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვაში ,,ყველა დროის 100 დიდებული ბოროტმოქმედი’[4]’ და 20-ე ადგილი IGN-ის ,,100 საუკეთესო კომიქსის გმირი’’-ს სიაში

პერსონაჟი და გამოცემის ისტორია. რედაქტირება

შექმნა რედაქტირება

ბეტმენის შემქმნელი ბობ კეინი იყო დიდი კინომოყვარული და ეს აისახა ბეტმენის პერსონაჟებზე, მათშორის ქალი-კატაზეც. ის თავდაპირველად შთაგონებული იყო მხახიობი ჰედი ლამარის და ჯინ ჰარლოუსგან. სცენარისტებს სურდათ რომ შეექმნათ სექსუალური გიმირი, რომელიც ბეტმენის ქალური ვარიანტი იქნებოდა და მდედრობითი სქესის მკითხველებსაც მიიზიდავდა. ამიტომ კეინმა და სცენარისტმა ბილ ფინგერმა შექმნეს ,,მეგობრული მტერი, რომელიც ჩადიოდა დანაშაულებს, მაგრამ ჰქონდა სასიყვარულო ინტერესი, ბეტმენის მიმართ.’’ ის იყო ბეტმენისთვის სასიყვარულო ინტერესის საგანი და ასევე გამოწვევა, დამნაშავე რომელიც უნდა გამოესწორებინა. ამავდორულად პერსონაჟი იყო გამორჩეული ბეტმენის სხვა მტრებისგან, როგორც ჯოკერი. ის არ ყოფილა მკვლელი.

ოქროს და ვერცხლის ასაკის ვერსიები რედაქტირება

ქალი-კატას დებიუტი შედგა კომიქსში ბეტმენი #1, სადაც ის მისტიური ქურდი და ძვირფასი ქვების გამტაცებელი იყო. ისტორიის ბოლოს გაირკვა რომ ეს ქურდი ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალი იყო, რომელიც გადაცმული იყო მოხუცად. მისმა მიმზიდველობამ მოხიბლა ბეტმენი, რომელმაც ისტორიის ბოლოს მას გაქცევის საშუალება მისცა. ბეტმენის 2-ე ნომერში ქალი-კატა კვლავ გამოჩნდა, ისტორიაში, რომელშიც ჯოკერიც მონაწილეობდა. აქ მას ეკეთა ბეწვის ნიღაბი და კიდევ ერთხელ შეძლო გაქცევა ბეტმენისგან.

ბეტმენი #62-ში გაირკვა რომ ქალი-კატა იყო სტიუარდესა, რომელიც ამნეზიით იტანჯებოდა. ის დამნაშავე გახდა ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელსაც გადაურჩა მაგრამ დაეწყო მეხსიერების პრობლემები. ეს აღიარა მას შემდეგ რაც დაუპირისპირდა ბოროტმოქმედს, ბეტმენის გადასარჩენად, რადგან მას დევნიდნენ. კომიქს მამაცი და ყოჩაღის ერთ-ერთ ბოლო ნომერში ის აღიარებს რომ ამნეზიის ისტორია მოიგონდა, რადგან სურდა კრიმინალური ცხოვრებისგან განთავისუფლება. ბეტმენის 65-ე(ივნისი/ივლისი 1951წ.) და 69-ე (თებერვალი/მარტი 1952წ.) ნომრებში ქალი-კატა გამოჩნდა როგორც გამოსწორებული პერსონაჟი რომელიც ბეტმენის მხარეს იბრძოდა. ქალი-კატა კრიმინალურ ცხოვრებას დაუბრუნდა დეტექტივური კომიქსების 203-ე ნომერში.

ქალი-კატას დებიური, კომიქსების ვერცხლის ასაკში, შედგა კომიქსში სუპერმენის მეგობარი გოგო, ლოის ლეინი #70(1966წ. ნოემბერი.). შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა ბეტმენზე შექმნილ სხვადასხვა კომიქსებში.

1970-იანი წლების, რამდენიმე ისტორიაში ქალი-კატამ ჩაიდინა მკვლელობები, რაც არც მიწა-ერთის და მიწა-ორის ვერსიებში არ გაუკეთებია. ეს ისტორიები გამოცხადდა მიწა ბ-ს სიუჟეტებად, რომლებიც მიწა-ერთის და მიწა-ორის სიუჟეტებში, არაოფიციალურად ითვლებოდა.

თანამედროვე ისტორია რედაქტირება

ქალი-კატას წარმოშობის ისტორია და ხასიათი თავიდან შექმნა სცენარისტმა ფრენკ მილერმა, კომიქსში ბეტმენი: წელი პირველი, რომელიც ასევე ბეტმენის ისტორიის განახლებაც იყო. სელინა კაილი მუშაობდა მეძავად, რომელსაც სურდა თავისი სუტინიორისგან(და ასევე ყოფილი შეყვარებულისგან) თავის დაღწევა. იმ მოვლენებმა რაც მის დას დაემართა სელინას გადააწყვეტინა საბრძოლო ხელოვენებას დაუფლებოდა. როდესაც თავისი ახალი კოსტიუმი პირველად გამოცადა გადაწყვიტა უარი ეთქვა მეძავობაზე ახალი ცხოვრება დაეწყო თავის მეგობარ ჰოლისთან ერთად. ჰოლი რობინსონი პატარა ბავშვი იყო როდესაც სელინამ ის შეიფარა.

კოსტიუმის გამოცდის შემდეგ სელინამ გადაწყვიტა ემოქმედა რობინ ჰუდის მსგავსად. ხოლო მას შემდეგ რაც რეალობაში ნახა ბეტმენის ბრძოლა, სელინას მოუვიდა იდეა რომ თუ შეიძლება აქ იყოს ,,ღამურა’’ რატომ არ შეიძლება იყოს ,,კატა’’?

ქალი-კატას (მეორე ტომის) 69-ე ნომერში გამოჩნდა მისი ბავშვობის დეტალები. მარია კაილი იყო დაცილებული მშობელი, რომლემაც კატებთან ცხოვრება არჩია და თავი მოიკლა როდესაც სელინა პატარა იყო. მისი ლოთი მამა ბრაიანი, სელინას ვერ იტანდა, რადგან დედამისს ჰგავდა. საბოლოოდ ის სასმელმა მოკლა. გადარჩენისთვის სელინა ქუჩაში ცხოვრობდა, სანამ არ დაიჭრა და ჯერ ბავშვთა სახლში და შემდეგ მოზარდთა კოლონიაში არ აღმოჩნდა ’’სელინამ გააცნობიერა, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სამყარო’’.

როცა 13 წლის იყო სელინამ გაიგო რომ ციხის მმართველს ის უკანონოდ ჰყავდა დაპატიმრებული. თავისი დანაშაულის დასაფარად მმართველმა სელინა ჩანთაში ჩასვა და მდინარეში ჩააგდო, რომ დამხრჩვალიყო (როგორც კატა). მან თავის დაღწევა შეძლო და კვლავ დაბრუნდა ობოლთა თავშესაფარში. სელინამ მოიძია დოკუმენტები რითაც ციხის ადმინისტრატორის დანაშაულები მტკიცდებოდა. მან დააშანტაჟა ციხის მმართველი, აიძულა ჩანაწერებიდან ამოეშალა სელინა კაილის სახელი, შემდეგ მოიპარა მისი ბრილიანტის ყელსაბამი და ობოლთა თავშესაფრიდანაც გაიქცა. მალე მან დაიწყო მეძავად მუშაობა ქალაქ გოთემში.

სერიებში ბეტმენი: ბენლი გამარჯვება და შემდეგ ბეტმენი: გრძელი ჰელოუინი, სელინა აღმოაჩენს მტკიცებულებებს რომ ის, მაფიის ბოსის კარმინ ფალკონეს შვილია. სელინას ფალკონეებთან კავშირის შესახებ ისტორია უკეთ გაირკვევა მინი-სეიაში ქალი-კატა: როდესაც რომში. სადაც სელინას მტკიცებულებები გაბათილდება.

სერიაში ბეტმენი: დუმილი, ქალი-კატა და ბეტმენი მცირე ხნით იმუშავებენ ერთად და დაამყარებენ რომანტიკულ ურთიერთობას. ბრიუს უეინი სელინას თავის ვინაობას გაუმხელს. ისინი ერთმანეთს დაშორდებიან მას შემდეგ რაც ბეტმენი მიხვდება რომ ეს ურთიერთობა გამოცანის და დუმილის მიერ იყო პროვოცირებული.

როგორც დედა რედაქტირება

DC კომიქსების გლობალური მოვლენა დაუსრულებელი კრიზისის შემდეგ, სიუჟეტში ერთი წლის შემდეგ სელინა კაილმა უარი თქვა ყოფილიყო ქალი-კატა და მიატოვა ისტ ენდი. რადგანაც გააჩინა გოგო, სახელად ჰელენა. მიუხედავად იმისა რომ ისტორიაში ბავშვის მამის ვინაობა არ ჩანდა, ბეტმენმა სელინას დიდი დახმარება გაუწია და შესთავაზა უეინების მამულში გადასვლა. რაზეც სელინამ უარი უთხრა, რადგან სურდა ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა შვილთან ერთად და უარი ეთქვა იმ საშიშროებებზე, რაც ქალი-კატად ყოფნის დროს ექნებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ბავშვი სელინას ჰყავდა სემ ბრედლი უმცროსისგან.

ბეტმენმა სელინას დახმარება სთხოვა ამაზონების შეტების შეჩერებაში. როდესაც სელინა მას დაეხმარა, მიხვდა რომ მაინც ვერ შეძლებდა თავისი შვილისთვის პრობლემების არიდებას და გააშვილა. ერთ თვეში მან ზატანას სთხოვა რომ მისი მეხსიერებიდან წაეშალა მოგონებები ჰელენაზე და დაებრუნებინა მისთვის კრიმინალური აზროვნება. ზატანამ უარი უთხრა, გადაწყვიტა რომ დედის და ბავშვისთვისაც ეს ულმობელი განაჩენი იქნებოდა. ასევე ის ვერასოდეს შეძლებდა აღედგინა წაშლილი მეხსიერება. ქალი-კატა ვეღარ იქნებოდა კრიმინალი, ამიტომაც გადაწყვიტა შეერთებოდა ბეტმენის აუტსაიდერების გუნდს. მაგრამ მალევე მიატოვა ის როდესაც ბეტგერლმა ჩაანაცვლა.

ფლეშპოინტი რედაქტირება

ფლეშპოინტის პარალელურ სამყაროში სელინა კაილი გახდა ორაკული მას შემდეგ რაც დაინვალიდდა. ის ასევე არის ტომას უეინის ფსიქოლოგი, რომელიც მას შვილის სკვდილისგან გამოწვეული სიბრაზის დათრგუნვაში ეხმარება[5].

სხვა მედიაში რედაქტირება

ანიმაციური სერიალები რედაქტირება

ფილმები რედაქტირება

 
ენ ჰეთეუეი როგორც ქალი-კატა, ფილმში ბნელი რაინდი: აღზევება.

*1992 წლის ფილმში ბეტმენი ბრუნდება, პერსონაჟი მიშელ პფაიფერმა განასახიერა. რეჟისორმა ტიმ ბარტონმა ქალი-კატას წარმოშობის ახალი ისტორია შექმნა. სელინა კაილი არის მოწყენილი, უიღბლო ქალი, რომელიც მუშაობს მექრთამე სამრეწველო მაგნატის, მაქს შრეკის მდივნად. როგორც კი ის გაიგებს რომ შრეკი აშენებს ქარხანას, რომელიც ჩუმად მოიპარავს გოთემის ელექტროენერგიას, შრეიკი მის მოკვლას შეეცდება და თავისი ოფისის ფანჯრიდან გადააგდებს. მკვდარ სელინას მისტიურად გააცოცხლებს კატების ჯგუფი. ამისშემდეგ ის გახდება ბოროტმოქმედი ქალი-კატა. ფილმში მას აქვს ცხრა სიცოცხლე, როგორც კატას. ამის წყალობით ის რამდენიმეჯერ გადაურჩება სიკვდილს. ქალი-კატა გაერთიანდება პინგვინთან რათა დაამარცხოს ბეტმენი. მას შეუყვარდება ბრიუს უეინი და გაიგებს მის საიდუმლო ვინაობას. ფინალში ქალი-კატა გადაწყვეტს შური იძიოს შრეკზე და მოაწყობს აფეთქებას, რომელშიც ორივე მოყვება, მაგრამ ბეტმენი მის გვამს ვერ იპოვნის. ფილმის ბოლოს აჩვენებენ ქალ-კატას, რომელიც ცაში უყურებს ბეტ-სიგნალს, რაც ადასტურებს რომ ის გადარჩა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ქალი-კატას ვიკი

სქოლიო რედაქტირება

  1. რუთ შტილის ინტერვიუ იუთუბზე
  2. ^ a b c d e Beatty, Scott (2008). "Catwoman". In Dougall, Alastair. The DC Comics Encyclopedia. New York: Dorling Kindersley. pp. 74–75. ISBN 0-7566-4119-5. OCLC 213309017.
  3. "11-ე ადგილზეა ქალი-კატაIGN"2009 წ.
  4. Wizard #177 (ივლისი 2006). გვ. 88.
  5. Flashpoint: Batman - Knight of Vengeance #2 (ივლისი 2011წ.)