ქალის ტვირთი (ფილმი)

ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი

ქალის ტვირთი — ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებული 1957 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ.

„ქალის ტვირთი“
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში ლია ელიავა
გიორგი გეგეჭკორი
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ოპერატორი დიმიტრი ფელდმანი
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი მიხეილ გოცირიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1957
ხანგრძლივობა 102 წთ.
ენა ქართული

სიუჟეტი რედაქტირება

გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ქეთევან ახატნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონრს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან მოძრაობის გულშემატკივარი ხდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან დასახსნელად ქეთო ჟანდარმთა რომისტრს, კლიმიაშვილის მიყვება ცოლად. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიაზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.

ფილმის გადამღები ჯგუფი რედაქტირება

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება