ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა

7 - 25 ივნისი 1992. მანილა, ფილიპინები

ისტორია რედაქტირება

1992 წლიდან ახალი ერა დაიწყო ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. სსრ კავშირის დაშლამ გამოიწვია ის, რომ ერთი ძლიერი გუნდის (სსრ კავშირი) ნაცვლად წარმოიშვა მინიმუმ სამი (საქართველო, რუსეთი, უკრაინა) ძლიერი გუნდი. გარდა ამისა ბევრი ძლიერი საბჭოთა მოჭადრაკე (მაია რანიკუ, ტატიანა ფომინა, გულნარა და ელვირა სახატოვები, სვეტლანა პრუდნიკოვა, იულია დიომინა, აინურ სოფიევა, ფლორა უსკოვა და სხვები), რომლებიც ადრე ვერ ხვდებოდნენ სსრ კავშირის ნაკრებში, ამჟამად გამოდიოდნენ საკუთრი ქვეყნების (ესტონეთი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა) გუნდებში. გარდა ამისა ბევრი საბჭოთა მოჭადრაკე გადავიდა საზღვარგარეთ და იმ ქვეყნების გუნდებში დაიწყო თამაში. ასე მაგალითად აშშ-ის გუნდში თამაშობდნენ ყოფილი საბჭოელები: ირინა ლევიტინა, ელენა ახმილოვსკაია და ესთერ ეპშტეინი. ამან რა თქმა უნდა აამაღლა ყველა ამ გუნდის პოტენციალი. ტურნირის მთავარ ფავორიტებად ქართველები, ჩინელები და უკრაინელები ითვლებოდნენ. ამ უკანასკნელის ღირსებას ყოფილი საბჭოთა ოლიმპიელები ალისა გალიამოვა, მარტა ლიტინსკაია და ლიდია სემიონოვა იცავდნენ.

ტურნირი ლიდერებმა გამარჯვებებით დაიწყეს. თავიდან ოდნავ ჩამორჩნენ ჩინელები. თანდათანობით გაირკვა, რომ ჩვეულ ფორმაში არ იყო ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც პირველად დაამთავრა ოლიმპიადა მინუსით. მეხუთე ტურში ქართველებმა მართლია ჩინელებს მოუგეს, მაგრამ მეათე ტურისათვის ეს უკანასკნელნი უკვე ლიდერობდნენ. უკრაინელებს და ქართველებს ნახევარი ქულით ნაკლები ჰქონდათ. მეთერთმეტე ტურში ქართველებმა ფრედ ითმაშეს რუსებთნ, ხოლო მეტოქეებმა დიდი ანგარიშით მოიგეს თვიანთი მატჩები და ქულანახევრით დაწინაურდნენ. დარჩენილ სამ ტურში ქართველებმა მხოლოდ ქულანახევარი დაუთმეს მეტოქეებს. ამ ტემპს ვერც უკრაინელებმა (4,5 ქულა) და ვერც ჩინელებმა (4 ქულა) ვერ გაუძლეს და საქართველოს ნაკრებმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მაია ჩიბურდანიძემ და ნანა იოსელიანმა მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვეს თავიანთ დაფებზე გამარჯვებისათვის. ჩიბურდანიძემ ერთი ოქროს მედალი საუკეთსეო პერფორმანსისათვისაც მიიღო (აქ იოსელინი ბრინჯაოს დასჯერდა). ვერა მენჩიკის თასი, რომელიც გუნდის კაპიტანმა ნანა ალექსანდრიამ ჩაიბარა პირველად ჩამოვიდა თბილისში.

ტექნიკური შედეგები (პირველი ათეული) რედაქტირება

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1   საქართველო 30,5 246,5 11 3 0  

3

 

3

 

1,5

 

2

 

2

 

2

 

1,5

 

2

 

2,5

 

2

 

1,5

 

2,5

 

3

 

2

2   უკრაინა 29 345,5 9 4 1  

3

 

3

 

1,5

 

1,5

 

2

 

2,5

 

1,5

 

2,5

 

1,5

 

1,5

 

3

 

0,5

 

2

 

2

3   ჩინეთი 28,5 343,0 9 2 3  

2,5

 

1,5

 

2

 

2,5

 

1

 

3

 

1,5

 

3

 

2

 

3

 

2,5

 

1

 

2

 

1

4   უნგრეთი 26,5 338,5 9 2 2  

2,5

 

2

 

2,5

 

2

 

2

 

0,5

 

2

 

1

 

1

 

2,5

 

1,5

 

1,5

 

2,5

 

3

5   რუსეთი 26 329,5 10 1 3  

3

 

2

 

0,5

 

2

 

0,5

 

2

 

2

 

2

 

2,5

 

2,5

 

1,5

 

2,5

 

1

 

2

6   რუმინეთი 25 350,0 6 3 5  

3

 

2,5

 

2,5

 

1

 

1

 

2,5

 

1

 

1,5

 

1,5

 

3

 

0,5

 

1,5

 

2,5

 

1

7   აზერბაიჯანი 25 342,0 8 3 3  

3

 

2,5

 

0,5

 

2,5

 

1,5

 

1,5

 

1

 

2

 

2,5

 

1,5

 

2,5

 

2

 

0

 

2

8   ყაზახეთი 24,5 347,0 7 3 4  

2,5

 

3

 

1

 

2,5

 

1,5

 

0,5

 

1,5

 

2

 

2,5

 

1

 

1,5

 

2

 

1

 

2

9   აშშ 24,5 346,5 8 1 5  

3

 

2

 

2

 

3

 

1

 

1

 

2

 

0

 

2

 

2

 

3

 

1,5

 

1

 

1

10   ჩეხოსლოვაკია 24 338,0 8 2 4  

3

 

2

 

2,5

 

0,5

 

1,5

 

0

 

2

 

2,5

 

0,5

 

2

 

1,5

 

3

 

2

 

1

  • 24 ქულა

11.  ესტონეთი, 12.  ლატვია

  • 23,5 ქულა

13.  პოლონეთი, 14.  ბულგარეთი

  • 23 ქულა

15.  ყირგიზეთი, 16.  ლიეტუვა, 17.  მოლდოვა,

  • 22,5 ქულა

18.  ინდონეზია, 19.  შვეიცარია, 20.  საბერძნეთი, 21.  თურქმენეთი

  • 22 ქულა

22.   ინგლისი, 23.  მონღოლეთი, 24.  ინდოეთი, 25.  ისრაელი, 26.  სლოვენია, 27.  ბანგლადეში

  • 21,5 ქულა

28.  ნიდერლანდები, 29.  არგენტინა, 30.  ხორვატია, 31.  ბოსნია და ჰერცეგოვინა, 32.  შვედეთი, 33.  სომხეთი, 34.  ვიეტნამი, 35.  ბრაზილია

  • 21 ქულა

36  გერმანია, 37.  ნორვეგია, 38.  ავსტრალია, 39.  ფილიპინები

  • 20 ქულა

40.  ავსტრია, 41.  ესპანეთი, 42.  შოტლანდია, 43.  ვენესუელა

  • 19,5 ქულა

44.  ფინეთი, 45.  კანადა, 46.  საფრანგეთი, 47.  მალაიზია, 48.  თურქეთი, 49.  პორტუგალია, 50.  იტალია, 51.  ფილიპინები-2

  • 19 ქულა

52.  მექსიკა, 53.  უელსი

  • 18,5 ქულა

54.  ალჟირი, 55.  სინგაპური

  • 17,5 ქულა

56.  შრი-ლანკა, 57.  ირლანდია

  • 14,5 ქულა

58.  ნიგერია

  • 11,5 ქულა

59.  ანგოლა, 60.  არაბთა გაერთიანებული საამიროები

  • 11 ქულა

61.  ახალი ზელანდია

  • 5 ქულა

62.  სეიშელი

  • 0 ქულა

63.  მაროკო, 64.  ზიმბაბვე - პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით რედაქტირება

  საქართველო                             + = -
მაია ჩიბურდანიძე 1 1 1 1 1 1 0,5 1 1 1 0,5 1 0,5 11,5 13 10 3 0
ნონა გაფრინდაშვილი 1 0 0 1 0 0,5 0 1 0,5 4 9 3 2 4
ნანა იოსელიანი 1 1 0,5 1 0 1 1 1 0,5 1 1 1 10 12 9 2 1
ნინო გურიელი 1 1 0 1 0 1 0 1 5 8 5 0 3

პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

  უკრაინა

ალისა გალიამოვა 11 (+10=2-2), მარტა ლიტინსკაია 7 (+5=4-2), ინა გაპონენკო 8 (+6=4-2), ლიდია სემიონოვა 3 (+1=4-0).

  ჩინეთი

სიე ძიუნი 10 (+9=2-2), ფენ ჭაოფინი 5 (+5=0-4), ვან ფინი 5 (+4=2-3), ცინ კანინი 8,5 (+6=5-0).

საუკეთესო პერფორმანსი რედაქტირება

# მოჭადრაკე ქვეყანა ქულა
1 მაია ჩიბურდანიძე   საქართველო 2692
2 ალისა გალიამოვა   უკრაინა 2560
3 ნანა იოსელიანი   საქართველო 2522

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
მაია ჩიბურდანიძე   საქართველო 11,5 13 88,5
ალისა გალიამოვა   უკრაინა 11 14 78,6
სიე ძიუნი   ჩინეთი 10 13 76,9
მეორე დაფა ქვეყანა %
სვეტლანა პრუდნიკოვა   რუსეთი 8,5 11 77,3
ლინდრი ჯუნი მაჯავანტი   ინდონეზია 9 13 69,2
ბორისლავა ბორისოვა   შვედეთი 8 12 66,7
მესამე დაფა ქვეყანა %
ნანა იოსელიანი   საქართველო 10 12 83,3
ჟუჟა ვერეცი   უნგრეთი 8,5 11 77,3
რეგინა რიბეირო   ბრაზილია 9 12 75,0
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
სუნიეტა ვიჯესურია   შრი-ლანკა 6,5 8 81,3
როქსანა გულშანი   ბანგლადეში 5,5 7 78,6
ცინ კანინი   ჩინეთი 8,5 11 77,3

ლიტერატურა რედაქტირება

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклпедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება