ქალები აშშ-ის სენატში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დაარსებიდან, 1789 წლიდან, დღემდე მის რიგებში მხოლოდ 56 ქალი წევრს მოითვლიან[1][2]. პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც დაიკავა ადგილი სენატში გახდა რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიის შტატიდან. 1922 წელს გუბერნატორმა ტომას უილიამ ჰარდვიკმა 87 წლის ფელტონი დანიშნა სენატორად ჯორჯიის შტატიდან, გარდაცვლილი ტომას უოსტონის ნაცვლად. ფელტონი სენატორი გახდა 21 ნოემბერს და მისი უფლებამოსილება გაგრძელდა მხოლოდ ერთი დღე[3][4]. თავის მხრივ, პირველ, დემოკრატიულად არჩეული ქალი სენატორი გახდა ჰეთი კარაუეი არკანზასის შტატიდან. 1932 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებზე მან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, მიიღო ამომრჩეველთა 31 133 ხმა, ანუ საერთო რაოდენობის 91,62 %[5]. 1938 წელს მან გაიმეორა თავისი წარმატება, მიიღო 122 883 ხმა ანუ 89,58 % და აირჩიეს მეორე ვადით[6].

1992 წელს აშშ-ში უწოდეს „ქალების წელი“ (ინგლ. Year of the Woman). ამ წელს პარლამენტში აირჩიეს ხუთი სენატორი ქალი. მეორე რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: პატი მიურეი, ბარბარა მიკულსკი, ბარბარა ბოკსერი; პირველი რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: კეროლ მოზლი-ბრაუნი, დაიან ფაინშტაინი.

სენატში მოხვედრილი 56 ქალიდან 36 დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 20 — რესპუბლიკური პარტიის[2].

ისტორია რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის არსებობის დიდი პერიოდის განმავლობაში იგი რჩებოდა წმინდა „მამაკაცურ“ დაწესებულებად. 1920 წელს რამდენიმე ქალმა სცადა სენატორის თანამდებობაზე კენჭისყრა. ქალების მცირერიცხოვნება სენატში გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით, მათ შორის აღსანიშნავია ქალთა საარჩევნო უფლებების არ ქონა ამერიკის ბევრ შტატში აშშ-ის კონსტიტუციაში XIX ცვლილების შეტანამდე (1920 წლის 18 აგვისტო). მიზეზთა შორის ასევე აღსანიშნავი იყო ის, რომ ქალებს შეზღუდული ჰქონდათ უმაღლესი განათლების მიღება 1900-იანი წლების შუა პერიოდამდე, საზოგადოების მიერ გენდერული როლისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სექსიზმი)[7][8].

პირველი ქალი სენატორი გახდა რებეკა ლატიმერ ფელტონი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში წარმოადგენდა ჯორჯიის შტატს სენატში 1922 წელს. 1932 წელს ჰეთი კარაუეი გახდ აპირველი ქალი, რომელმაც სენატში ადგილი არჩევნების გზით მოიპოვა. მარგარეტ ჩეიზ-სმიტი გახდა პირველი ქალი, რომელიც არჩეული იყო, როგორც წარმომადგენელთა პალატაში (1940-1949 წწ.), ასევე სენატში (1949-1973 წწ.). 1978 წლის 25 იანვარს მიურელ ჰამფრი-ბრაუნი დანიშნეს სენატორად მინესოტის შტატიდან გარდაცვლილი მეუღლის, ჰიუბერტ ჰამფრის ნაცვლად და გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი აშშ-ის მეორე ლედი (ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე), რომელიც გახდა სენატორი[9]. 1978 წელს ნენსი კასებაუმი გახდა პირველი ქალი, რომელიც სენატში აირჩიეს ისე, რომ კონგრესში მისი მეუღლე მანამდე არ მუშაობდა[10].

მოყოლებული 1978 წლიდან თითოეულ სენატში მინიმუმ ერთი ქალი მაინც არის წევრი.

1992 წელს აშშ-ში უწოდეს „ქალების წელი“ (ინგლ. Year of the Woman). რადგან ეს წელი აღმოჩნდა ისტორიული: ამ წელს პარლამენტის ზედა პალატაში აირჩიეს ხუთი სენატორი ქალი[11].

2000 წელს ჰილარი კლინტონი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი აშშ-ის პირველი ლედი, რომელმაც დაიკავა სენატორის თანამდებობა[12]. ჰილარი კლინტონმა მიიღო 3 747 310 ხმა და 57 %-ით გაიმარჯვა[13]. 2006 წელს ჰილარიმ მეორე ვადითაც იყარა კენჭი, მიიღო 3 008 428 ხმა 1 392 189 ხმის წინააღმდეგ და დაამარცხა ჯონ სპენსერი[14]. 2008 წელს ჰილარი კლინტონი გადადგა თანამდებობიდან, რადგან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი[15].

2012 წელს სენატში ერტდროულად აირჩიეს 11 ქალი, აქედან ექვსი ხელმეორედ აირჩიეს. ამ სიახლემ მოხსნა 1992 წლის რეკორდი, როდესაც სენატში ერთდროულად აირჩიეს ხუთი ქალი კანდიდატი[11].

აშშ-ის ქალი-სენატორების სია რედაქტირება

ფოტო სახელი, ცხოვრების წლები შტატი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული პარტია
  რებეკა ლატიმერ ფელტონი
(1835–1930)
ჯორჯია ნოემბერი 21, 1922 ნოემბერი 22, 1922 დემოკრატიული პარტია
  ჰეთი კარაუეი
(1878–1950)
არკანზასი დეკემბერი 9, 1931 იანვარი 3, 1945 დემოკრატიული პარტია
  როუზ მაკ-კონელი
(1892–1970)
ლუიზიანა იანვარი 31, 1936 იანვარი 3, 1937 დემოკრატიული პარტია
  დიკსი გრეივსი
(1882–1965)
ალაბამა აგვისტო 20, 1937 იანვარი 10, 1938 დემოკრატიული პარტია
  გლედის პაილი
(1890–1989)
სამხრეთი დაკოტა ნოემბერი 9, 1938 იანვარი 3, 1939 რესპუბლიკური პარტია
  ვერა კაჰალანბუშფილდი
(1889–1976)
სამხრეთი დაკოტა ოქტომბერი 6, 1948 დეკემბერი 26, 1948 რესპუბლიკური პარტია
  მარგარეტ ჩეიზ-სმიტი
(1897–1995)
მენი იანვარი 3, 1949 იანვარი 3, 1973 რესპუბლიკური პარტია
  ევა ბოურინგი
(1892–1985)
ნებრასკა აპრილი 16, 1954 ნოემბერი 7, 1954 რესპუბლიკური პარტია
  ჰეიზელ ეიბლი
(1888–1966)
ნებრასკა ნოემბერი 8, 1954 დეკემბერი 31, 1954 რესპუბლიკური პარტია
  მაურინ ნოიბერგერი
(1907–2000)
ორეგონი ნოემბერი 9, 1960 იანვარი 3, 1967 დემოკრატიული პარტია
  ელეინ ედვარდსი
(1929–2018)
ლუიზიანა აგვისტო 1, 1972 ნოემბერი 13, 1972 დემოკრატიული პარტია
  მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი
(1912–1998)
მინესოტა იანვარი 25, 1978 ნოემბერი 7, 1978 დემოკრატიული პარტია
  მერიონ პიტმან ალენი
(1925-2018)
ალაბამა ივნისი 8, 1978 ნოემბერი 7, 1978 დემოკრატიული პარტია
  ნენსი კასებაუმი
(დ. 1932)
კანზასი დეკემბერი 23, 1978 იანვარი 3, 1997 რესპუბლიკური პარტია
  პოლა ფიქსჰოოკინსი
(1927–2009)
ფლორიდა იანვარი 1, 1981 იანვარი 3, 1987 რესპუბლიკური პარტია
  ბარბარა მიკულსკი
(დ. 1936)
მერილენდი იანვარი 3, 1987 იანვარი 3, 2017 დემოკრატიული პარტია
  ჯოსელინ ბურდიკი
(დ. 1922)
ჩრდილოეთი დაკოტა სექტემბერი 16, 1992 დეკემბერი 14, 1992 დემოკრატიული პარტია
  დაიან ფაინშტაინი
(დ. 1933)
კალიფორნია ნოემბერი 10, 1992 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ბარბარა ბოკსერი
(დ. 1940)
კალიფორნია იანვარი 3, 1993 იანვარი 3, 2017 დემოკრატიული პარტია
  კეროლ მოზლი-ბრაუნი
(დ. 1947)
ილინოისი იანვარი 3, 1993 იანვარი 3, 1999 დემოკრატიული პარტია
  პატი მიურეი
(დ. 1950)
ვაშინგტონი იანვარი 3, 1993 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  კეი ბეილი ჰატჩინსონი
(დ. 1943)
ტეხასი ივნისი 14, 1993 იანვარი 3, 2013 რესპუბლიკური პარტია
  ოლიმპია სნოუ
(დ. 1947)
მენი იანვარი 3, 1995 იანვარი 3, 2013 რესპუბლიკური პარტია
  შეილა ფრამი
(დ. 1945)
კანზასი ივნისი 11, 1996 ნოემბერი 6, 1996 რესპუბლიკური პარტია
  სიუზან კოლინზი
(დ. 1952)
მენი იანვარი 3, 1997 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  მერი ლენდრიუ
(დ. 1955)
ლუიზიანა იანვარი 3, 1997 იანვარი 3, 2015 დემოკრატიული პარტია
  ბლანშ ლინკოლნი
(დ. 1960)
არკანზასი იანვარი 3, 1999 იანვარი 3, 2011 დემოკრატიული პარტია
  მარია კანტუელი
(დ. 1958)
ვაშინგტონი იანვარი 3, 2001 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ჯინ კარნაჰანი
(დ. 1933)
მისური იანვარი 3, 2001 ნოემბერი 25, 2002 დემოკრატიული პარტია
  ჰილარი კლინტონი
(დ. 1947)
ნიუ-იორკი იანვარი 3, 2001 იანვარი 21, 2009 დემოკრატიული პარტია
  დები სტაბენაუ
(დ. 1950)
მიჩიგანი იანვარი 3, 2001 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ლიზა მერკაუსკი
(დ. 1957)
ალიასკა დეკემბერი 20, 2002 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  ელიზაბეთ დოული
(დ. 1936)
ჩრდილოეთი კაროლინა იანვარი 3, 2003 იანვარი 3, 2009 რესპუბლიკური პარტია
  ემი კლობუჩარი
(დ. 1960)
მინესოტა იანვარი 3, 2007 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  კლერ მაკ-კესკილი
(დ. 1953)
მისური იანვარი 3, 2007 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ჯინ შაჰინი
(დ. 1947)
ნიუ-ჰემფშირი იანვარი 3, 2009 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  კეი ჰეიგანი
(დ. 1953)
ჩრდილოეთი კაროლინა იანვარი 3, 2009 январь 3, 2015 დემოკრატიული პარტია
  კირსტენ ჯილიბრანდი
(დ. 1966)
ნიუ-იორკი იანვარი 26, 2009 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  კელი ეიოტი
(დ. 1968)
ნიუ-ჰემფშირი იანვარი 3, 2011 იანვარი 3, 2017 რესპუბლიკური პარტია
  ტემი ბოლდუინი
(დ. 1962)
ვისკონსინი იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  დებ ფიშერი
(დ. 1951)
ნებრასკა იანვარი 3, 2013 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  ჰაიდი ჰაიტკემფი
(დ. 1955)
ჩრდილოეთი დაკოტა იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  მეიზი ჰირონო
(დ. 1947)
ჰავაი იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ელიზაბეთ უორენი
(დ. 1949)
მასაჩუსეტსი იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ჯონი ერნსტი
(დ. 1970)
აიოვა იანვარი 3, 2015 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  შელი მურ კაპიტო
(დ. 1953)
დასავლეთი ვირჯინია იანვარი 3, 2015 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  კეტრინ კორტეს-მასტო
(დ. 1964)
ნევადა იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ტემი დაკუორტი
(დ. 1968)
ილინოისი იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  კამალა ჰარისი
(დ. 1964)
კალიფორნია იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  მეგი ჰასენი
(დ. 1958)
ნიუ-ჰემფშირი იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  ტინა სმიტი
(დ. 1958)
მინესოტა იანვარი 3, 2018 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  სინდი ჰაიდ-სმიტი
(დ. 1959)
მისისიპი აპრილი 9, 2018 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  მარშა ბლეკბერნი

(დ. 1952)

ტენესი 3 იანვარი 2019 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  კირსტენ სინემა

(დ. 1976)

არიზონა 3 იანვარი 2019 მოქმედი დემოკრატიული პარტია
  მართ მაკსალი

(დ. 1966)

არიზონა 3 იანვარი 2019 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
  ჯეკი როუზენი

(დ. 1957)

ნევადა 3 იანვარი 2019 მოქმედი დემოკრატიული პარტია

სქოლიო რედაქტირება

  1. Wayback Machine (2015-07-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-03. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  2. 2.0 2.1 U.S. Senate: Women in the Senate. www.senate.gov. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  3. „MRS. FELTON DIES; FORMER SENATOR; Appointed for One-Day Term From Georgia, She Said She Hoped to See Women in Senate. WAS PIONEER SUFFRAGIST Active Almost to the Last, She Had Gone to Atlanta at 94 to Attend to School Business“. The New York Times (ინგლისური). 1930. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  4. „Rebecca Ann Felton | American political activist“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  5. Our Campaigns - AR US Senate Special Race - Jan 12, 1932. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  6. Our Campaigns - AR US Senate Race - Nov 08, 1938. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  7. Elizabeth Flock. (June 8, 2012, at 10:20 a.m.) Why There Are So Few Women In Congress.
  8. Steven Hill. Why Does the US Still Have So Few Women in Office? (англ.) // The Nation. — 2014-03-07. — ISSN 0027-8378
  9. Press, From Associated (1998-09-21). „Muriel Humphrey Brown; Widow of Senator“. Los Angeles Times (ინგლისური). 0458-3035. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  10. Nancy L. Kassebaum-Baker | C-SPAN.org. www.c-span.org. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  11. 11.0 11.1 CNN, Story by Grace Sparks; visualizations by Joyce Tseng,. „A record number of women are running for Senate, but number is still low“. CNN. ციტირების თარიღი: 2018-05-30.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
  12. Gerth & Van Natta 2007, p. 204
  13. Federal Elections 2000:  U.S. Senate Results. transition.fec.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-06.
  14. Wayback Machine (2012-08-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-22. ციტირების თარიღი: 2018-06-06.
  15. Clinton sworn in at State Dept. and then resigns Senate | Politics on the Hudson (2009-02-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2018-06-06.