ქაბაბი (სპარს. کباب ქაბაბ) – ძროხის ან ცხვრის ხორცისაგან დამზადებული კერძი.

მომზადება რედაქტირება

ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვალაგოთ ორცხობილაში და შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება, ცოტა წყალი დავასხათ და ვადუღოთ რამდენიმე წუთს.

მასალა რედაქტირება

  • ხორცი - 1 კილო
  • ხახვი - 4 თავი
  • ერბო - 3 სუფრის კოვზი
  • შინდის ჩურჩა - 0.5 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • დანაყილი ორცხობილა - 3 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით