ფხიჯასებრნი (ლათ. Saxifragaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები და ქონდარა ნახევრად ბუჩქებია, მეტწილად მარტივი ფოთლები აქვთ. მათი აქტინომორფული, იშვიათად ზიგომორფული, თითქმის ყოველთვის ორსქესიანი ყვავილები მარტოულია ან უფრო ხშირად ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი კოლოფია.

ფხიჯასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფხიჯასებრნი
ლათინური სახელი
Saxifragaceae

აერთიანებს 35 გვარის 600 სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყელებში. საქართველოში გვხვდება 2 გვარის 25 სახეობა.

იზრდებიან მთის შუა სარტყლიდან დაწყებული ნივალურ სარტყლამდე მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, ქვიან და ქვიშიან ადგილებზე, აგრეთვე მდინარეების და რუების ნაპირებზე, ნესტიან, კირქვიან კლდეებზე; გვხვდება ტყეებშიც. ბუჩქნარებსა და მდელოებზე ფხიჯასებრნი მთრიმლავი და დეკორატიული მცენარეებია.

ლიტერატურა რედაქტირება