ფშეგიშხა

მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ფშეგიშხა — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის განშტოებაზე, მდინარეების გეგისა და იუფშარის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2221 მ. ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად წარმოიქმნა პატარა რიწის ქვაბული. აგებულია ზედაიურული კირქვებით, თიხებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია ფიჭვნარ-წიფლნარით, თხემზე სუბალპური ტყე და მდელოებია.

ფშეგიშხა
კოორდინატები: 43°27′41″ ჩ. გ. 40°29′21″ ა. გ. / 43.461583° ჩ. გ. 40.489361° ა. გ. / 43.461583; 40.489361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2221 
ქედი გაგრის ქედი
ამგებელი ქანები კირქვა, თიხა, მერგელი და ქვიშაქვა
ფშეგიშხა — საქართველო
ფშეგიშხა
ფშეგიშხა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ფშეგიშხა

ლიტერატურა რედაქტირება