ფუძიამა, ან რომაჯის მიხედვით აგრეთვე ფუჯის მთა (იაპ. 富士山 [ɸɯʥisaɴ]) — მოქმედი სტრატოვულკანი იაპონიაში. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 3776.24 მეტრია და მდებარეობს ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუზე, ტოკიოს ჩრდილოეთით, იამანასისა და სიძუოკის პრეფექტურების საზღვარზე. ფუძიამა წარმოადგენს იაპონიის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ სიმბოლოს. ფუძიამა იაპონიის უმაღლესი წერტილია.

ფუძიამა
ფუძიამა
ფუძიამა
კოორდინატები: 35°22′ ჩ. გ. 138°44′ ა. გ. / 35.367° ჩ. გ. 138.733° ა. გ. / 35.367; 138.733
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
სიმაღლე 3776.24 
ტიპი სტრატოვულკანი (მძინარე)
პირველი ასვლა 663
ბოლო ამოფრქვევა 1707-1708
ფუძიამა — იაპონია
ფუძიამა

ეტიმოლოგია რედაქტირება

 
კაცუშიკა: ფუძიზე დამდგარი ურჩხული (ნახატი)

თანამედროვე იაპონური დამწერლობით, ფუძი შედგება შემდეგი კანჯისაგან (ჶუ, უხვი, მდიდარი), (ძი, მეომარი, მებრძოლი) და (სან, მთა), მაგრამ სავარაუდოდ პირველი ორი ნიშანი მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მათი წარმოთქმა სიტყვა მთის წარმოთქმას ედრება.

სახელის წარმოშობა უცნობია. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს მრავალი ლეგენდა თუ ვარაუდი, მაგალითად ამგვარი; 不尽 (ჶუჯინ, უსასრულო, უსრულო). იაპონელმა ონომასიოლოგმა კანჯი კაგამიმ თეზა წამოაყენა, რომ მთის სახელს იგივე ფუძე აქვს, როგორც ყვავილს გლიცინიას და ცისარტყელას (იაპონურად ნიჯი ან / თუ ფუჯი) და მისი (მთის) „გრძივი და თანაბარი კალთებისაგან“ მომდინარეობს.[1][2][3][4]

„ფუძისან“, „ფუძიამა“ თუ „ფუჯიამა“? რედაქტირება

„ფუძისან“, „ფუძიამა“, „ფუჯიამა“ — ამ ფორმათა ფონეტიკურად უფრო მიახლოებული გადმოცემა შეიძლება შემდეგნიარად; „ჶუჯისან“, „ჶუჯიჲამა“ და „ჶუძიჲამა“.

დასავლეთში ხშირად არასწორად გამოიყენება სახელი „ფუძიამა“ (Fujiyama), რაც ნიშან „-ის“ (მთა) მცდარი წაკითხვითაა გამოწვეული. ეს ნიშანი კუნიომის მიხედვით კი წამოითქმის, როგორც -ჲამა, მაგრამ კომპოზიტებში იგი წესითა და რიგით, ონიომის მიხედვით უნდა წავიკითხოთ, როგორც -სან.

მაშასადამე; იაპონელთა ამ ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოს სახელის მართებული ფორმა იაპონურად არის „ფუძი-სან“-ი, ანუ ქართულად ფუძის მთა.

ზოგიერთი იაპონოლოგის მოსაზრებით სჯობდა მონბლანისა და ჯომოლუნგმას დარად ფუძის მთასაც ფუძისანი რქმეოდა.

რომაჯი ვერსუს პოლივანოვის სისტემა რედაქტირება

არსებული სტატიის თავდაპირველ ვარიანტში იაპონური სახელების ქართულად გადმოტანისას კრიტერიუმი იყო არა ტრანსკრიბირების რუსული ტრადიცია, არამედ რომაჯი (ローマ字), რომელიც წარმოადგენს იაპონურ სიტყვების სხვა, ლათინურანბანოვან ენებზე გადატანის საერთაშორისო სტანდარტს, შესაბამისად სტატიის თავდაპირველი ვარიანტი ემხრობოდა არა უკვე დამკვიდრებულ ფუის, არამედ ფორმა ფუის დამკვიდრებას.

სქოლიო რედაქტირება

  1. 富士山の名前の由来. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-31. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
  2. 富士山 - 知泉Wiki
  3. 地名・富士山の意味. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-03. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
  4. 富士山アイヌ語語源説について