ფულანი იგივე: ფული, ფულფულდე, პელი (ფულანი: Fulfulde, Pulaar, Pular; ფრანგ. Peul) — აფრიკაში მოსახლე ხალხის ფულბეს ენა, მიეკუთვნება დასავლურაფრიკულ ენებს. აფრიკის ზოგიერთ რეგიონებში (კამერუნი, გვინეა) გამოიყენება როგორც ეთნოსთაშორის კომუნიკაციის საშუალება. დამწერლობა ლათინურ გრაფიკაზეა.

ფულანი
Fulfulde, Pulaar, Pular
გავრცელებულია საჰელი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 24 მილიონი (2007).[1]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნიგერულ-კონგოური:
ატლანტიკურ-კონგოური
სენეგამბიური ენები
ფულა-სერერი
ფულა
დამწერლობის სისტემა ლათინურის გრაფიკა.
ენის კოდები ISO 639-1: ff
ISO 639-2: ful
ISO/FDIS 639-3: ful

ზოგადი ცნობები რედაქტირება

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 22 მლნ
  • სახელწოდება: en - Fulfulde; eo - Fula
  • დამწერლობა: ლათინური

ფულანს დიალექტების სამი დიდი ჯგუფი აქვს: დასავლური - სენეგალსა და გვინეაში, ცენტრალური - მალისა და ბურკინა ფასოში, აღმოსავლური - კამერუნში. ერთიანი ლიტერატურული ნორმა არ არსებობს, თუმცა არის სამწერლო ტრადიციების კერები. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა დამწერლობა ლათინურის ბაზაზე.

სტატუსი რედაქტირება

გავრცელების არეალი:

ნიგერია, გვინეა, სენეგალი, მალი, ნიგერი, კამერუნი, ბურკინა-ფასო.

ლექსიკა რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - No ngoola daa
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - A jaraama
  • გმადლობთ - Jaaraama
  • კი / არა - Ee; Qeeyi / Ala
  • გეთაყვა - Njaafodaa; Tino
  • ნახვამდის - Mi yahee

რიცხვები

  • 1 - go'o, 2 - d`id`-, 3 - tat-, 4 - nay-, 5 - jow-, 6 - joweego'o, 7 - joweed`id`-, 8 - joweetat-, 9 - joweenay-, 10 - sappo

ლიტერატურა რედაქტირება

  • McIntosh, Mary. Fulfude Syntax and Verbal Morphology. London: St Edmundsbury Press Lt, 1984. Print.
  • Paradis, Carole. Lexical Phonology and Morphology: The Nominal Classes in Fula. New York: Garland Publishing, Inc, 1992. Print.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mikael Parkvall, "Världens 100 största språk 2007" (The World's 100 Largest Languages in 2007).