ფსიქო (ინგლ. Psycho) (აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც ფსიქოზი, ან გიჟი) — ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი. გადაღებულია 1960 წელს მინიმალური დანახარჯებით. როლებს ასრულებენ ჯენეტ ლი, ვერა მაილზი და ენტონი პერკინსი. 1992 წლიდან ფილმი შეყვანილია ფილმების ეროვნულ რეესტრში.

„ფსიქო“
ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი, საშინელებათა ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი
პროდიუსერი ალფრედ ჰიჩკოკი
სცენარის ავტორი ჯოზეფ სტეფანო
ნაწარმოები რობერტ ბლოხი
როლებში ენტონი პერკინსი
ვერა მაილზი
ჯენეტ ლი
კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი
ოპერატორი ჯონ რასელი
მონტაჟი ჯორჯ ტომაზინი
სტუდია Shamley Productions
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 16 ივნისი, 1960
ხანგრძლივობა 109 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 806.000 დოლარი
შემოსავალი 32,000,000 დოლარი

ფილმი დაფუძნებულია რეალურად არსებული მკვლელის, ედ გეინის ისტორიაზე. ფილმი კომერციულად წარმატებული იყო და ჰიჩკოკის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.[1] გადაღებებისას ჰიჩკოკმა რამდენიმე შინაარსობრივ და ტექნიკურ ნოვაციას მიმართა. მთავარი გმირი ფილმის პირველ მესამედში იღუპება, ხოლო შხაპის სცენა კინოს ისტორიაში ყველაზე ხშირად განხილულ სცენად იქცა.

1998 წელს გამოვიდა ფილმის ახალი ვერსია, რომელიც ზუსტად იმეორებს წინამორბედის სიუჟეტს. მიუხედავად იმისა, რომ მასში მოვლენები გადმოტანილია ახალ დროში, მასში ასევე მეორდება ორიგინალური ფილმის კადრირება.

როლებში რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

„ფსიქო“ წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაზე: ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის, ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, ოსკარი საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის. ჯენეტ ლიმ მოიგო ოქროს გლობუსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება