ფსიტაკოზავრები
ფსიტაკოზავრები (ლათ. Psittacosaurus) — ნამარხი ქვეწარმავლების გვარი ფრინველმენჯა დინოზავრების რიგისა. მცირე ზომის (1— 1,5 მ სიგრძის) ცხოველები იყვნენ. დადიოდნენ უკანა კიდურებით. იკვებებოდნენ მცენარეებით. ქალას ფორმით და ყბების ნისკარტისებური აგებულებით რქოსან დინოზავრებს, ხოლო კბილებით ანკილოზავრებს ჰგავდნენ. ფსიტაკოზავრების ხუთთითიანი უკანა კიდურები წინა — ოთხთითიანზე ბევრად დიდი იყო; თათები სუსტად ჰქონდათ განვითარებული. ყველა თითი ბრტყელი, ჩლიქოსებური ფალანგით ბოლოვდებოდა.
ფსიტაკოზავრები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Psittacosaurus | |||||||||||||
|
ლიტერატურა რედაქტირება
- მჭედლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 410.