ფსვენი (ლათ. Eremias) — ხვლიკების გვარი. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. ქვიშისფერი ან მორუხოა, ზედ ხაზები დასდევს და ლაქები აყრია. გვარში 23 სახეობაა. გავრცელებულია აზიაში, ჩრდილოეთ ჩინეთში, კორეასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბინადრობენ ნახევრად უდაბნოებსა და მშრალ სტეპებში. უმრავლესობა კვერცხმდებია, ზოგი — კვერცხცოცხლადმშობი.

ფსვენი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eremias

ლიტერატურა რედაქტირება