ფრუნზიკ მკრტჩიანი

საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი

ფრუნზე (ფრუნზიკ, მჰერ) მკრტჩიანი (სომხ. Ֆրունզիկ (Մհեր) Մուշեղի Մկրտչյան; 4 ივლისი, 193029 დეკემბერი, 1993) — სომეხი საბჭოთა მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1984).

ფრუნზიკ მკრტჩიანი
მშობლიური სახელი Ֆրունզիկ Մկրտչյան
დაბადების სახელი ფრუნზე მუშეგის ძე მკრტჩიანი
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1930
ლენინაკანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 1993 (63 წლის)
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა სსრკ, სომხეთი
პროფესია კინემატოგრაფია
საქმიანობა მსახიობი, თეატრალური რეჟისორი
აქტიური 1955—1993

დაიბადა 1930 წლის 4 ივლისს ლენინაკანში (ამჟამად გიუმრი). სწავლობდა ლენინაკანის ხელოვნების სასწავლებელსა და თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1953 წლიდან ერევნის სუნდუკიანის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა. მისი კინოკარიერა 1955 წელს დაიწყო. მისი ცნობილი როლებია ფილმებში როლან ბიკოვის „აიბოლიტ-66“ (1966), ლეონიდ გაიდაის „კავკასიელი ტყვე ქალი“ (1966), გიორგი დანელიას „მიმინო“ (1977), რამაც მას ერთ-ერთი წამყვანი კომედიური მსახიობის რეპუტაცია მოუხვეჭა საბჭოთა კავშირში. თუმცა ამგვარი რეპუტაცია ხშირად ჩრდილავდა მის ნამდვილ ტალანტსა და ემოციურ სიღრმეს, რომელსაც იგი მის როლებში აქსოვდა სომხური კინოკლასიკის ისეთ ფილმებში, როგორიცაა „იერანკიუნი“ (1967), „მენქ ენქ, მერ სარერე“ (1969), „ჰაირიკ“ (1973), „ნაჰაპეტ“ (1977), „ჰინ ორერი იერგე“ (1982), „მერ მანკუტიან ტანგონ“ (1985).

მის მრავალრიცხოვან ჯილდოთა შორის იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1978). გარდაიცვალა ერევანში, 1993 წელს. დასაფლავებულია იქვე, კომიტასის სახელობის პანთეონში[1].

ითვლება საბჭოთა დროის ერთ-ერთ უდიდეს სომეხ მსახიობად[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mkrtchyan's memorial tombstone at Komitas Pantheon
  2. Akopian, Aram (2001). Armenians and the World: Yesterday and Today. Yerevan: Noyan Tapan, გვ. 105. ISBN 9789993051299. „Concluding this chapter, I would like to say a few words about the greatest Armenian actor of the second half of the 20th century Frunzik Mkrtchian...“