ფრიბური (ფრანგ. Fribourg) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ფრიბური. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 278 493 ადამიანს შეადგენს, რომელთა ორი მესამედიც ფრანგულენოვანია. ადმინისტრაციულად კანტონი 7 რაიონად იყოფა.

კანტონი
ფრიბურის სახელმწიფო
État de Fribourg
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ფრიბური
შიდა დაყოფა Broye District, Glâne District, Gruyère District, Sarine District, See District, Sense District და Veveyse District
კოორდინატები 46°43′00″ ჩ. გ. 7°05′00″ ა. გ. / 46.71667° ჩ. გ. 7.08333° ა. გ. / 46.71667; 7.08333
დაარსდა 1481
ფართობი 1 670,7 კმ²
ოფიციალური ენა ფრანგული ენა[1] და გერმანული ენა[1]
სალაპარაკო ენები ფრანგული, გერმანული
მოსახლეობა 278 493 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 170 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი FR
ოფიციალური საიტი fr.ch

ისტორია რედაქტირება

ნევშატელისა და მურატის ტბების ნაპირებზე გათხრილია მნიშვნელოვანი პრეისტორიული დასახლებების კვალი.

ფრიბურის კანტონი შვეიცარიის კონფედერაციას 1481 წელს შეუერთდა. თანამედროვე საზღვრები 1803 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მას ქალაქი მურტენი შეუერთდა. 1846 წელს კანტონი კათოლიკურ სეპარატისტულ კანტონთა ლიგას შეუერთდა. თუმცა, მომდევნო წლებში მისი ძალები ფედერალურ არმიას დანებდა.

გეოგრაფია რედაქტირება

ფრიბურის კანტონი შვეიცარიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთით გადაჭიმულია ნევშატელის ტბა. სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება ვოს კანტონი, აღმოსავლეთით — ბერნის კანტონი. ფართობი 1 669 კმ²-ს შეადგენს.

კანტონი შვეიცარიის ზეგანზე მდებარეობს. დასავლეთით, რელიეფი ბრტყელია, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ნელ-ნელა მთიან ბორცვიან იზრდება, რომელიც ბერნის ალპებს მიეკუთვნება.

ეკონომიკა რედაქტირება

კანტონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. მისდევენ მესაქონლეობას; აწარმოებენ ყველს. კარგადაა განვითარებული შოკოლადის წარმოებაც. დედაქალაქ ფრიბურის ირგვლივ თავმოყრილია მსუბუქი მრეწველების საწარმოები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 https://www.helloswitzerland.ch/-/fribourg-facts-figures