ფრენკ სტელა (Frank Stella; დ. 12 მაისი, 1936) — ამერიკელი მინიმალისტი მხატვარი და ლითოგრაფი. ოპ-არტის ერთ-ერთი მამამთავარი.

"სიზარმაცის მეცნიერება", ფრენკ სტელა, 1984.

დაიბადა მალდენში, მასაჩუსეტსი. სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში ისტორიის განხრით, სადაც აბსტრაქტი ექსპრესიონისტების ჯექსონ პოლოკისა და ფრანც კლაინის გავლენით ხატავდა. ნიუ-იორკის გალარეების ადრეულმა დათვალიერებამ გავლენა იქონია მისი ხელოვნების განვითარებაზე, რის გამოც ნიუ-იორკში გადადის 1958 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.