ფრან ლევსტიკი (დ. 28 სექტემბერი, 1831, სოფელი პროდნე-რეტიე, — გ. 16 ნოემბერი, 1887, ლიუბლიანა) — სლოვენი მწერალი. მონაწილეობდა პროგრესულ ჟურნალ-გაზეთების გამოცემაში. ლევსტიკის ლირიკულ-ეპიკურ ლექსებს საფუძვლად უდევს ხალხური სიმღერები და ბალადები. თავის სტატიებსა და ნარკვევებში მან წინ წამოსწია რეალისტური ხელოვნების პრინციპები. ლევსტიკი ითვლება სლოვენიური კლასიკური პროზის ფუძემდებლად (მოთხრ. „მარტინ კრპანი“ , 1858). წერდა დრამატულ ნაწარმოებესაც.

ფრან ლევსტიკი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1831(1831-09-28)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი დოლნიე-რეტიე
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1887(1887-11-16)[1] [2] [3] [4](56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლიუბლიანა[5]
საქმიანობა პოეტი, მწერალი[6] , დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
ცისლეიტანია
პარტნიორ(ებ)ი Antonija Zidar

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება