ფრანკონიის ოლქი (გერმ. Fränkischer Reichskreis) — საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი ოლქი. შეიქმნა 1500 წელს. იგი მოიცავდა ყოფილი ფრანკონიის აღმოსავლეთ ნაწილს — დაახლოებით დღევანდელი ბავარიის ფედერალური მხარის ტერიტორიას, ხოლო დასავლეთი ფრანკონია შედიოდა ზემო რაინის ოლქში. „ფრანკონიის ჰერცოგის“ ტიტულს ატარებდნენ ვიურცბურგის ეპისკოპოსები.

ფრანკონიის ოლქი XVI საუკუნის დასაწყისში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება