ფრანკა ფალკუჩი (Franca Falcucci; დ. 22 მარტი, 1926 — გ. 4 სექტემბერი, 2014) — იტალიელი პოლიტიკოსი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან. სხვადასხვა დროს იყო იტალიის სენატის წევრი და პირველი ქალი, რომელიც იტალიის საზოგადოებრივი განათლების მინისტრი გახდა.

ფრანკა ფალკუჩი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1926 წელს რომში. ლიცეუმში სწავლისას დაეუფლა ლათინურ და ბერძნულ ენებს. 1968 წლიდან პოლიტიკური კარიერა დაიწყო.

1974 წელს, განათლების მინისტრმა ფრანკო მარია მალფატიმ ფალკუჩის იმ გუნდის ხელმძღვანელობა სთხოვა, რომელიც უნარშეზღუდული სტუდენტების პრობლემებზე მუშაობდა. 1975 წელს გამოცემული „ფალკუჩის დოკუმენტი“ ერთ-ერთი მოწინავე იყო უნარშეზღუდულთა სწავლების საკითხებში, როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო დონეზე და წარმოადგენდა აღნიშნული საკითხისადმი სრულიად ახლებურ მიდგომას. დოკუმენტში ნათქვამი იყო:

რესურსები ინტერნეტში= რედაქტირება