ფორთოხლის გოგონა“  (ნორვ. Appelsinpiken) — ნორვეგიელი მწერალ იუსტაინ გორდერის  2003 წლის რომანი. 2009 წელს გამოვიდა მისი კინოადაპტაცია

„ფორთოხლის გოგონა“
Appelsinpiken
ავტორი იუსტაინ გორდერი
ქვეყანა ნორვეგია
ენა ნორვეგიული
გამოცემის თარიღი 2003

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გეორგი ოთხი წლის იყო, როცა მისი მამა იან ოლავი დაიღუპა. თერთმეტი წლის შემდეგ, გეორგის ბებია აღმოაჩენს იან ოლავის მიერ შვილისთვის გარდაცვალებამდე დაწერილ წერილებს, სათაურით „ფორთოხლის გოგონა“. 

გეორგი მალე აღმოაჩენს, რომ „ფორთოხლის გოგონა“ არა უბრალო მოთხრობა, არამედ საიდუმლოებებით მოცული ამბავია მამის ახალგაზრდობის შესახებ.  ამბავი იმისა, თუ როგორ შეხვდა იან ოლავი ლამაზ გოგონას, რომელსაც ფორთოხლებით სავსე ჩანთა ეჭირა ხელში. წერილში იან ოლავი შვილს სთხოვს, დაეხმაროს ფორთოხლის გოგონას ვინაობის დადგენაში.

გეორგი ხვდება, რომ „ფორთოხლის გოგონა“ დედამისია და მამა სწორედ მათი შეხვედრის ამბავს უყვება. უყვება, რამდენად რთული იყო სასიკვდილო დიაგნოზის გაგება. წერილის ბოლოს იან ოლავი შვილს ერთ შეკითხვას უსვამს: „დაბადებამდე რომ გქონდეს ორი არჩევანი - იცხოვრო ძალიან ბედნიერი ცხოვრებით, თუმცა ახალგაზრდა მოკვდე ან საერთოდ არ დაიბადო, შენ რომელს აირჩევდი?“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება