ფლამენკო (ესპ. Flamenco) – ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.

ფლამენკოს მოცეკვავე
ფლამენკოს მელოდია

2010 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ფლამენკოს კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: